თუ განტვირთვის ან გართობისთვის ჭიქა ღვინოზე უარის თქმა არ გჩვევია, VELI.store-ის ამ კატეგორიაში, უამრავი შენთვის უკვე ნაცნობი თუ უცნობი ღვინის დასახელება დაგხვდება. მათგან შეგიძლია შენი ფავორიტი ღვინო სწრაფად შეარჩიო და სულ რაღაც 3 საათში, სახლის კართან მიიღო.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოცდილი ხარ სასმლის სწორად შერჩევაში, VELI.store-ზე ღვინოები დაყოფილია სხვადასხვა ინდიკატორის, მათ შორის: ფერის, ყურძნის ჯიშის, ტექნოლოგიისა და ალკოჰოლის პროცენტულობის მიხედვით. ეს მახასიათებლები დაგეხმარება მარტივად იპოვო საერთო განწყობისა და გარემოების შესაფერისი ღვინო.
დაათვალიერე ღვინოების კატეგორია ველიზე
მეგობრული შეკრებებისა და დღესასწაულებისთვის, თეთრი ღვინო ყოველთვის ყველაზე პოპულარული არჩევანია, მაშინ როცა წითელ ღვინოს ხშირად საღამოს ხანგრძლივი საუბრების თანმხლებად ირჩევენ.
აქვე, დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, თუ სად შეიქმნა ღვინო, მაგალითად, ტოსკანური სანჯოვეზე ზუსტად ის წითელი ღვინოა, რომელიც საზაფხულო, რომანტიკული ვახშმებისთვის გამოდგება. უფრო ოფიციალური შეკრებისთვის კი, კლასიკურად ავსტრიული, თეთრი მშრალი New Chapter Gruener იდეალური იქნებოდა.
შეარჩიე ქართული ღვინო VELI.store-ზე
როცა საქმე ქართულ ღვინოებზე მიდგება, ყურძნის ჯიში და მარანი, ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია სწორი არჩევანისთვის. თუმცა მაინც, ამ კატეგორაში შენთვის აქამდე უცხო ჯიშებსაც გაიცნობ, არჩევანის გაკეთებას კი მათსავე აღწერაში მითითებული დეტალური ინფორმაცია გაგიმარტივებს. ველიზე მრავლად იპოვი ღვინოებს მცირე მარნებიდან, რომლებიც ინდივიდუალურობით გამოირჩევიან. თუ უფრო მეტი ქართული, ნატურალური ღვინოს დაგემოვნება გსურს, VELI.store-შენთვის სწორი ადგილია საშოპინგოდ.
დაათვალიერე სასმელების დიდი კატეგორია ველიზე. შეარჩიე შენთვის სასურველი ღვინო, სპირტიანი სასმელები ან უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელები სახლიდან გაუსვლელად. თუ წვეულებებს ხშირად აწყობ, აქვე ბარის აქსესუარები დაგხვდება, რომლითაც ზაფხულის კოქტეილს დამოუკიდებლად მოამზადებ.