ტეკილას შოთები განსაკუთრებულად უხდება ცხელი ზაფხულის წვეულებებსა და მეგობრებთან ერთად გართობას. VELI.store-ის ტეკილა & მესკალის კატეგორიაში ვერცხლისფერი, ოქროსფერი და დაძველებული ტეკილას უამრავ სახეობას შეხვდები, რომელთაგანაც შენი გემოვნების მიხედვით სასურველი ტეკილა ან მესკალი შეგილია შეარჩიო.
ტეკილა მესკალის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მექსიკაში, ლურჯი აგავისგან მზადდება. ველიზე ტეკილა და მესკალის სასმელები 38%-იდან 45%-მდე ალკოჰოლის შემცველობით შეგხვდება.
თუ თრობის პროცესი გინდა დაჩქარდეს და მაქსიმალურად ისიამოვნო, უმჯობესია არჩევანი 40-45%-იან ტეკილაზე შეაჩერო. მაგალითად, კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს ვერცხლისფერი ტეკილა Jose Cuervo Especial, რომლის გემოც დაბალანსებული, შავი წიწაკის ნოტებით ხასიათდება. არის დაძველების გარეშე, რაც დალევის პროცესს უფრო გემრიელს და მსუბუქს ხდის.
ველის ბარი & მეტის კატეგორია მდიდარი და მრავალფეროვანია სასმელების ფართო არჩევანით. ტეკილა და მესკალის გარდა კატეგორიაში ლუდის წამყვან ბრენდებს შეხვდები, აქვეა ლიქიორი, ვისკისა და რომის დიდი არჩევანი.
უკვე იცი, რომ ტეკილა და მესკალი მექსიკური წარმოშობის სასმელია. ტეკილა მესკალის ერთ-ერთი სახეობაა და სინამდვილეში მისი დალევა არა მხოლოდ წვეულებებზე, არამედ ჩვეულებრივ სიტუაციებშიც შეგიძლია. მაგალითად სახლში დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. ტეკილას შეძენისთვის რიგში დგომისა და ლოდინის თავიდან არიდება VELI.store-ის დახმარებით ონლაინ შოპინგით შეგიძლია. შენაძენი ზუსტად 3 საათში უკვე შენთან იქნება.
თუ ტეკილას დალევის დროს უპირატესობას რბილ, გამყოლ და უფრო მდიდარ გემოებს ანიჭებ კარგი ვარიანტია ორმაგი დისტილაციის ტექნოლოგიით დამზადებული ტეკილა Sierra Reposado, რომელიც:
- შეიცავს ალკოჰოლს 38%-ით და არის მსუბუქი;
- ხასიათდება გამაგრილებელი ხილის, აგავას, ვანილის, კარამელისა და მუხის სახასიათო არომატით, რომელიც დალევის პროცესში პირველივე ყლუპზე იგრძნობა;
- არის 9 თვიანი დაძველებით დამზადებული, მოხალული მუხის კასრში;
- შეგიძლია დალიო ყინულის კუბიკთან, ლაიმთან ან ფორთოხალთან და მარილთან ერთად;
- იდეალური საშუალებაა გემრიელი, გრილი და სეზონური, საზაფხულო კოქტეილების მოსამზადებლად.