სასკოლო მზადების დროს ხარისხიანი ზურგჩანთის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. ჩანთის არჩევისას რამდენიმე დეტალი, მათ შორი, ზომა, შიდა სათავსოები და ფორმა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. VELI.store-ზე Back to School-ის კატეგორიაში შეძლებ აღმოაჩინო, როგორც სასკოლო, ასევე საბავშვო ზურგჩანთები. შეარჩიე შენთვის სასურველი ნივთი და შენაძენი თბილისის ნებისმიერ მისამართზე 3 საათში იქნება.
სკოლის ჩანთები
სასკოლო ზურგჩანთებს შორის მოსახერხებელი და პრაქტიკული ელემენტებით გამორჩეულია Herlitz-ის ვარსკვლავებიანი სასკოლო ზურგჩანთა. ეს ჩანთა ბრენდის ჩანთების ყველა უპირატესობას აერთიანებს. ზურგჩანთა პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული. ამასთანავე, აღჭურვილია წყალგაუმტარი და მყარი პლასტმასას ქვედა ნაწილით, რომელიც მაქსიმალურად გამძლეა. მოცულობა (16 ლ) და ზომა (38 x 32 x 22სმ) უზრუნველყოფს იმას, რომ ჩანთაში ყველა საჭირო სასკოლო ნივთი მოთავსდეს, მათ შორის, რვეულები, პენლები თუ ხატვის ან ძერწვის მასალები. ჩანთას აქვს დიდი მთავარი განყოფილება წიგნებისთვის, ორი გვერდითი ჯიბე ელვის შესაკრავით და ფართო წინა ჯიბე.
თუ დიდი ტევადობის, სამგანყოფილებიან ზურგჩანთას ეძებ, მაშინ შენთვის საინტერესო ვარიანტი იქნება MIQUELRIUS-ის ესპანური ბრენდის ლურჯი ზურგჩანთა. ნივთს აქვს ორი ძირითადი და წინა განყოფილება თავისი ორგანაიზერით. ჩანთას ასევე აქვს პატარა ჯიბე წინა მხარეს. ზურგჩანთა დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან და არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან შექმნილი, რაც ბავშვების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ნივთის ზომა (27 x 37 x 18სმ) და მოცულობა (14 ლ) უზრუნველყოფს იმას, რომ მოსწავლემ ჩანთა კომფორტულად ატაროს და ზურგზე სიმძიმით გამოწვეული პრობლემები არ შეექმნას.
სასკოლო ზურგჩანთებიდან ასევე საინტერესოა YES-ის ჩანთა, რომელიც ორი განყოფილებით კომფორტულია ყველგან სატარებლად. ჩანთის ძირითად განყოფილებაში მარტივად შეგიძლია მოათავსო სასკოლო მოთხრობები და საკანცელარიო ნივთები. კომფორტული ზურგის მხარე და სახელურები უზრუნველყოფს მოსწავლისთვის ზურგჩანთის მოსახერხებელ გამოყენებას.
აღმოაჩინე საბავშვო ზურგჩანთები ველიზე
სასკოლო ზურგჩანთების გარდა ასევე შეგიძლია აღმოაჩინო საბავშვო ჩანთებიც. ველიზე შეხვდები MIQUELRIUS-ის ძაღლის ფორმის ჩანთას, რომელიც გადამუშავებული პოლიესტერისგან არის შექმნილი. ზურგჩანთას აქვს ერთი მთავარი განყოფილება, პატარა წინა ჯიბე, რეგულირებადი სახელურები და გულმკერდის სამაგრი. ნივთის ზომა (27 x 20 x 10სმ) და მოცულობა (5 ლ) უზრუნველყოფს იმას, რომ პატარამ ყველა მისთვის სასურველი ნივთი მოათავსოს ჩანთაში.
შეარჩიე ზურგჩანთები ლეპტოპისთვის
მოსწავლეები სწავლისა და მეცადინეობის პროცესში ხშირად იყენებენ ლეპტოპებს. იმისთვის, რომ ეს ნივთი მოსახერხებლად გადააადგილოს ბავშვმა ამისთვის კომფორტული ზურგჩანთაა საჭირო.
ველიზე აღმოაჩენ 2E-ს ზურგჩანთას, რომელსაც სპეციალურად აქვს გამოყოფილი შიდა ჯიბეები ლეპტოპის, პლანშეტისა და სხვა აქსესუარებისთვის. ჩანთას ასევე აქვს ჯიბე პორტატული დამტენისთვის, რომელიც ქამარზე დამაგრებული USB პორტით უკავშირდება სმარტფონს. რბილი საზურგე და მხარზე მოსაკიდი ქამრები ჩანთის კომფორტულ გამოყენებას უზრუნველყოფს. პროდუქტის შეძენა ველიზე მარტივად შეგიძლია, შენაძენი კი თბილისის ნებისმიერ მისამართზე 3 საათში იქნება.
ყოველდღიური გამოყენებისთვის ველიზე ასევე შეხვდები Rivacase-ს ბრენის ლეპტოპის ზურგჩანთას. ჩანთას აქვს გამოყოფილი შიდა ჯიბეები ლეპტოპის და პლანშეტისთვის, ასევე დამალული ჯიბეები ნივთის მოპარვისგან დასაცავად. ჩანთას წყალგამძლე ზედაპირი აქვს, რაც მის ნებისმიერ ამინდში კომფორტულ გამოყენებას ამარტივებს. დაათვალიერე სასკოლო ზურგჩანთები VELI.store-ზე, შეარჩიე შენთვის სასურველი და მიიღე შენაძენი ნებისმიერ მისამართზე.