გათბობისა და გაგრილების სისტემების გამოყენებისას, სალონში შესაძლოა სხვადასხვა სახის მტვერი და ჭუჭყი აღმოჩნდეს, რისგანაც თავის დასაცავადაც, სალონის ფილტრი საუკეთესო გამოსავალია. ველიზე, შენი მანქანისათვის ფილტრებთან ერთად ძრავის ზეთებს, ანტიფრიზებს და სხვა პროდუქტებს აღმოაჩენ, რომ მანქანის მოვლა გაიმარტივო.
აღმოაჩინე სალონის ფილტრები ველიზე
სალონის ფილტრის შერჩევა მანქანის მოდელის, კოდისა და მწარმოებლის მიხედვით შეგიძლია. მაგალითისთვის J1344015BF სალონის ფილტრი Herth+Buss Honda-ს სხვადასხვა მოდელისთვისაა შექმნილი. ასევე Honda-ს, Fiat-ისა და Suzuki-ს მარკის მანქანებთან თავსებადი ფილტრია DP1110.12.0046 185 მმ სიგრძითა და 179 მმ სიგანით.
თუკი სალონის ფილტრს NISSAN-ის მარკის ავტომობილისთვის ეძებ, J1341042 გამოგადგება. ნისანის მოდელებისთვისაა შექმნილი Js-Asakashi, AC208C-იც. ონლაინ ფილტრის შერჩევისას, აუცილებელია აღწერაში მითითებულ კოდებს გაეცნო, რომ ზუსტად განსაზღვრო, რამდენად შეესაბამება სალონის ფილტრის მოდელი შენს მანქანას.
ველიზე Toyota-ს მარკის ავტომობილებისთვის HERTH BUSS, სალონის ფილტრი J1342001 შეგიძლია აღმოაჩინო. დეტალების დათვალიერებისას კი შეგიძლია კოდისა და მწარმოებლის მიხედვით, შენს ავტომობილთან თავსებადი სალონის ფილტრი შეარჩიო.
ველიზე შენი მაქანისათვის აქსესუარების შერჩევას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებ, შეძენილ პროდუქტს კი თბილისსა და მის შემოგარენში 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
შეარჩიე ზეთი, ანტიფრიზი & ფილტრები მანქანისათვის ონლაინ
მანქანის ძრავა და შიდა სისტემები რომ დაიცვა, სასურველია სხვადასხვა ზეთები და ფილტრები გამოიყენო, რადგან ყოველდღიურად მართვისას, მანქანის ნაწილებში შესაძლოა მტვერი და ჭუჭყი დაგროვდეს. იმისათვის, რომ ხახუნი შეამცირო და ძრავა დაზიანებისგან დაიცვა, ძრავის ზეთები გამოგადგება. ასევე მნიშვნელოვანია, ზეთის ფილტრი გამოიყენო, რომ ძრავა მტვრის, ჭუჭყისა და არასასურველი ნაწილაკებისგან დაიცვა.
მანქანის შიდა სისტემაში ცივ სეზონებზე წყლის გაყინვა, ხოლო ცხელ სეზონებზე ადუღება რომ თავიდან აირიდო, ანტიფრიზი გამოგადგება. ველიზე ანტიფრიზის დიდი არჩევანი დაგხვდება. ასევე შეძლებ გადაცემათა კოლოფის ზეთიც ონლაინ შეარჩიო .
შენ მიერ შერჩეულ სასურველ ნივთს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.