თუკი გადაწყვიტე, რომ ველო & სკუტერი ონლაინ შეარჩიო, ველიზე წარმოდგენილი არჩევანი საქმეს გაგიმარტივებს. ველიზე ელექტრო სკუტერები განსხვავებული მახასიათებლების მიხედვით შეგიძლია შეარჩიო, მათ შორის:
- ბრენდის
- ფასის
- მაქსიმალური სიჩქარის
- მაქსიმალური მანძილის დაფარვის შესაძლებლობის
- სიმძლავრის
- რეკომენდებული ასაკის
- ელექტრო სკუტერის ფასის
შენ მიერ შერჩეულ სკუტერს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.
შეარჩიე სხვადასხვა ბრენდის ელექტრო სკუტერი ონლაინ
სასურველია, ელექტრო სკუტერის შერჩევისას, ფასთან ერთად, ბრენდის წარმომავლობა გაითვალისწინო. ველიზე სხვადასხვა ბრენდის სკუტერის შერჩევა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
Xiaomi-ს ელექტრო სკუტერები ველიზე
იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ხარისხისა და ტექნიკური მონაცემების ელექტრო სკუტერს ეძებ, Xiaomi Electric Scooter 4 Ultra EU შესაძლოა საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს. სკუტერს შეუძლია 70 კმ დისტანციის დაფარვა, არის კომპაქტური და აქვს 4 განსხვავებული რეჟიმი: Pedestrian mode, Standard, Sport, Sport+. სკუტერს 500 - 940 W სიმძლავრე გააჩნია და 25 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს.
გადაადგილების ორი რეჟიმი აქვს Xiaomi Electric Scooter 4 Pro 2Nd Gen-ს, რომელსაც სრულად დატენილი ბატარეით, იდეალურ პირობებში, 60 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. სკუტერს 400 W სიმძლავრე აქვს და 120 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს.
თუ შედარებით ბიუჯეტურ სკუტერს ეძებ, Xiaomi Electric Scooter 4 Lite EU მოსახერხებელი ვარიანტია. სრულად დატენილი ბატარეით, სკუტერს 20 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. სკუტერს 300 - 600 W სიმძლავრე აქვს და 25 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
Cecotec-ის სკუტერები
ველიზე Xiaomi-ს გარდა, ესპანური ბრენდის Cecotec-ის ელექტრო სკუტერების აღმოჩენა შეგიძლია. იდეალური არჩევანია Cecotec Bongo Series S+ Max Infinity, მაქსიმალური, 750 ვატიანი სიმძლავრით. სკუტერს აქვს ბამბუკის ზედაპირი მეტი სტაბილურობისთვის და LED გამოსახულება, რომელი გავლილ მანძილს, სიჩქარესა და ბატარეის დამუხტვის დონეს აჩვენებს. ელექტრო სკუტერი ასევე აღჭურვილია ორმაგი სამუხრუჭე სისტემით და e-ABS ენერგიის რეგენერაციის თვისებით.
სტანდარტულ ელექტრო სკუტერებთან ერთად, ველიზე ელექტრო ველო-სკუტერი Cecotec Urban შეგხვდება. სკუტერს მაქსიმუმ 1000 ვატი სიმძლავრის განვითარება შეუძლია. ველო-სკუტერი 120 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს და ერთჯერადი დატენვის შემდეგ, 50 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.
KUGOO-ს და NAVEE-ს სკუტერები
VELI.store-ზე ასევე KUGOO M2 PRO შეგხვდება. ელექტრო სკუტერი აღჭურვილია LED დისპლეითა და ფარებით. მულტიფუნქციურ სკუტერს სიჩქარის 3 რეჟიმი აქვს. სკუტერის უკამერო საბურავები დამზადებულია გამძლე მასალისგან, რაც უზრუნველყოფს მოჭიდების, სტაბილურობისა და საჭის უკეთესი მართვის შესაძლებლობას.
სიჩქარის 3 რეჟიმი აქვს NAVEE S65C-საც, რომელიც 10 ინჩიანი, თვითაღდგენადი პნევმატური საბურავებითაა აღჭურვილი. სკუტერს 800 ვატი სიმძლავრე და ორმაგი სამუხრუჭე სისტემა აქვს. ელექტრო სკუტერის კომპაქტური დიზაინი მის კომფორტულად შენახვას უზრუნველყოფს.
ველიზე შეძენილ ნებისმიერ ელექტრო სკუტერს, თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.