სარემონტო აქსესუარები თუ სხვადასხვა ხელსაწყოები VELI.store-ის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო. დაათვალიერე ხელსაწყოები & კომპრესორები სახლიდან გაუსვლელად, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ბრენდის შესახებ
TOTAL ჩინური ბრენდია, რომელიც ელექტრო ხელსაწყოებსა და სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებს აწარმოებს. კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით და გრძელვადიანი გამოყენების გარანტიით.
TOTAL-ის ბრენდის ხელსაწყოები ველიზე
საავტომობილო და სამშენებლო სფეროში გამოსაყენებლად კარგი ვარიანტია TOTAL-ის ელექტრო ქანჩდამჭერი. მოწყობილობა მძლავრი ძრავით არის აღჭურვილი, რაც მოსახერხებელია ავტომობილის საბურავების მჭიდროდ მოჭერისთვის. გარდა ამისა, კომპლექტში ერთიანდება ბატარეები, ჭკვიანი დამტენი და 2 ცალი სოკეტი.
როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური გამოყენებისთვის არის მოსახერხებელი TOTAL-ის ბურღი/პერფორატორი. მრავალფუნქციური რეჟიმების საშუალებით, შესაძლებელია ინსტრუმენტი ადვილად მოერგოს სხვადასხვა მასალასა თუ სამუშაო ტიპს. SDS-Plus სისტემა კი უზრუნველყოფს ბურღის სწრაფ და უსაფრთხო შეცვლას სამუშაო პროცესის შეწყვეტის გარეშე. მოწყობილობა აღჭურვილია დამატებითი აქსესუარებით, მათ შორის არის ბურღი, სიღრმის საზომი, ბურღის პირი და ნახშირბადის ჯაგრისი.
ფილების პარალელური და კუთხოვანი ჭრისთვის განკუთვნილია TOTAL-ის ფილების საჭრელი. მოწყობილობა ზედაპირის გლუვ და ზუსტ ჭრას უზრუნველყოფს. აქვე შეგხვდება ელექტრო წებოს პისტოლეტი, რომელიც მოსახერხებელია წებოს სწრაფად გაცხელებისთვის. ველიზე ასევე შეგიძლია შეარჩიო სხვადასხვა ხელსაწყოები & დანადგარები.
შეარჩიე TOTAL-ის ბრენდის აქსესუარები ონლაინ
უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული TOTAL-ის მულტიფუნქციური დანა, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მათ შორის არის მავთულის საჭრელი, ბრტყელტუჩები, ბოთლის გასახსნელი, სახრახნისი თუ ხის საჭრელი ხერხი. ველიზე ასევე შეარჩიე ხელსაწყოები და ბურღები.
ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნივთია TOTAL-ის საზომი ლენტი, რომელიც 20 მეტრის სიგრძისაა. ველიზე ასევე შეგხვდება ხელსაწყოების ნაკრები, რომელსაც 25 ინსტრუმენტი მოყვება. პროდუქტი აერთიანებს სხვადასხვა ზომის სახრახნისს, ქანჩს, დამაგრძელებელსა თუ საცმებს.
აღმოაჩინე TOTAL-ის ბრენდის სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები ველიზე, გადახედე კატეგორიას რემონტი & ხელსაწყოები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.