საბურავი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ შენი მანქანისთვის მაღალი ხარისხის საბურავები შეარჩიო, გადახედე კატეგორიას ავტო & მოტო, აღმოაჩნე სასურველი პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე საბურავები
მაღალი ტემპერატურის პირობებში ცხელ ასფალტზე გადაადგილებისას მეტი უსაფრთხოებისთვის ზაფხულის საბურავები შეარჩიე. მაგალითად, ველიზე დაგხვდება SAILUN-ის 275/45ZR21 საბურავი, რომელიც დამზადებულია თანამედროვე რეზინის ნაერთით, რაც ხელს უწყობს ავტომობილის დაძვრას თუ გაჩერებას. ინოვაციური პროტექტორის ტექნოლოგია უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას, როგორც მშრალ, ასევე სველ გზაზე.
ველიზე ძირითადად ტაივანური ბრენდის, SAILUN-ის, ზაფხულის საბურავები შეგხვდება, რომლებიც გამორჩეულია ხარისხით, სიჩქარის ინდექსით და გარანტიის ვადით.
აღმოაჩინე საბურავის ჯაჭვები
ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებში, სადაც თოვლი და ყინული გადაადგილებისთვის სერიოზული გამოწვევაა, საბურავის ჯაჭვები უსაფრთხოების გარანტიას ქმნის. მაღალი გამავლობის ავტომობილისა და მსუბუქი სატვირთოებისთვის საიმედო სისტემა აქვს TAKASAKI-ის საბურავის ჯაჭვებს. 16 მმ სისქის რკინის ბადე საშუალებას აძლევს ავტომობილს უსაფრთხოდ იმოძრაოს ზამთრის რთულ პირობებშიც კი, სადაც საბურავები დამოუკიდებლად საკმარის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს.
თოვლიან, მთიან რეგიონებში, დაღმართებსა თუ აღმართებში გადაადგილებისთვის მოსახერხებელია Goodyear, თოვლის ჯაჭვი. პროდუქტი განკუთნილია VAN/4x4 ტიპის ავტომობილებისთვის. ჯაჭვები მარტივი მონტაჟის სისტემის წყალობით ადვილად ერგება საბურავებს.
მულტისეზონური საბურავები ველიზე
მულტისეზონური საბურავებით გადაადგილება წლის ნებისმიერ პერიოდში, სხვადასხვა ამინდის პირობებშიც კი მოსახერხებლად შეიძლება. უნივერსალურია SAILUN 205/60R16 მულტისეზონური საბურავი, რომელიც შექმნილს ნებისმიერი ტიპის სამგზავრო ავტომობილისთვის. ინოვაციური რეზინის ნაერთი და თანამედროვე პროტექტორის დიზაინი უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭიდებას, უსაფრთხოებასა და საიმედო მართვას როგორც მშრალ, ისე სველ და მსუბუქად თოვლიან გზებზე. შეარჩიე სხვადასხვა ტიპის საბურავები ველიზე სახლიდან გაუსვლელად, აქვე აღმოაჩინე ავტომობილის აქსესუარები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.



