იმისთვის, რომ შენს ავტომობილს პირვანდელი სახე დიდი ხნის მანძილზე შეუნარჩუნო, საჭიროა მანქანის ექსტერიერის მოვლისთვის მაღალი ხარისხის საშუალებები გამოიყენო. ამისთვის კი საუკეთესო შესაძლებლობა VELI.store-ის ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს, რომლის ავტო & მოტო კატეგორიაც ექსტერიერის მოვლის საშუალებების დიდ ასორტიმენტს მოიცავს.
ავტომობილის ექსტერიერი შეიძლება ერთმა უმნიშვნელო ნაკაწრმაც კი დააზიანოს, როგორიცაა ავარიის დროს კარის გაკაწვრა ან წვიმაში მოყოლის დროს საქარე მინაზე გაჩენილი ლაქები. ნაკაწრების პრობლემის გადაჭრის სწრაფი და ეფექტური საშუალება მანქანის საღებავი შეიძლება იყოს, რომელსაც ველის ონლაინ მაღაზიაში ხელმისაწვდომ ფასად შეხვდები. ველიზე მანქანის საღებავის ორ პოპულარულ ბრენდს ABRO და VESLEE-ს აღმოაჩენ. აქვე გეტყვი რატომ არის მანქანის საღებავი საუკეთესო გამოსავალი:
მაღალი ხარისხი და შედეგის გარანტია
ველის ექსტერიერის მოვლის კატეგორიაში შეხვდები ისეთ საღებავებს, რომლებიც ნამდვილად იძლევა შედეგის გარანტიას და სანდოობით გამოირჩევა. ასე, რომ თუ დიდი ხანია მანქანის კარზე ან საბარგულზე არსებული ნაკაწრები ვიზუალს გიფუჭებს, დროა ხარვეზი მარტივად გამოასწორო.
დროის ეკონომია
ცხოვრების ყოველდღიური ტემპის პარალელურად ხშირად არ გვრჩება დრო ავტოსალონებს მივმართოთ. სწორედ ამიტომ საუკეთესო ვარიანტია შევიძინოთ ისეთი საშუალება, რომელიც სულ რამდენიმე წუთში მანქანის ექსტერიერის ნაკაწრებს მარტივად დაფარავს. კარგი ვარიანტია ABRO-ს პლასტმასის საღებავის სპრეი. თუ შეღებვისას საღებავი შემთხვევით მანქანის ექსტერიერის სხვა ნაწილზეც მოხვდა, ნუ იდარდებ, რადგან ველიზე საღებავის მოსაცილებელი სპეციალური სითხეც ხელმისაწვდომია. სპრეი სწრაფად აშორებს საღებავსა და ლაქს, არბილებს ძველი საღებავის ნარჩენებს ერთი მარტივი მოძრაობით, ასევე აშორებს გადასაყვან ნახატებს.
გამოყენების სიმარტივე
დამეთანხმები, რომ ავტო სალონში რიგში დგომისა და ლოდინის ნაცვლად ბევრად მარტივია ველიზე სახლიდან გაუსვლელად მაღალი ხარისხის ავტომობილის ექსტერიერის ნაკაწრებისთვის სპეციალური საღებავი შეიძინო და მარტივად გამოიყენო. ველიზე სასურველ პროდუქტს მარტივად იპოვი.
მანქანის ექსტერიერის მოვლისას უნდა გაითვალისწინო, რომ ავტომობილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ინტერიერისა და შიდა ძრავის ნაწილების სრულფასოვან მოვლას გულისხმობს. განსაკუთებით საყურადღებო კი ძრავის, მანქანის ზეთისა და ანტიფრიზების გამოცვლა/მოხმარებაა, რომელიც პირდაპირ ავტომობილის მუშაობაზე აგებს პასუხს.
ავტომობილის მოვლისთვის ისეთი აქსესუარები დაგჭირდება, რომელსაც ველიზე ერთ კატეგორიაში შეხვდები მაგალითად მინის საწმენდები, სარეცხი ღრუბელი, საწმენდი ჯაგრისი დაგრძელებით და ტილოები შუშებისთვის. არ დაგავიწყდეს, რომ რამდენი შენაძენიც არ უნდა გააკეთო ველიზე შენი შეკვეთა 3 საათში სრულიად უფასოდ უკვე სახლში გექნება.
თუ გინდა, რომ შენი ავტომობილის იმიჯი როგორც ვიზუალით ისე ინტერიერის მოვლითა და სისუფთავით ბრწყინავდეს ველის ავტო მოტო კატეგორიაში ინტერიერის მოვლისა და გაფორმების საშუელებებიც უნდა დაათვალიერო.
სალონის, საჭისა და სათავსოების სისუფთავისთვის წამყვანი ბრენდების სპრეებს, ქაფებსა და გასაპრიალებელ სითხეებს შეხვდები. აქვეა უნივერსალური ზომისა და ფორმის ჩასაფენი ხალიჩები, რომელთა დიდ ნაწილსაც ველიზე ფასდაკლებით შეიძენ. ხოლო თუ ხანგრძლივი მგზავრობისას სიმყუდროვე და კომფორტი შენი სტიქიაა უმჯობესია ინტერიერი ავტო LED განათებებით გააფორმო. არ გამოგრჩეს გასაღების საკიდები და სხვა დეკორატიული ნივთები, რომელიც შენი ავტომობილისთვის იდეალური შენაძენი იქნება.