საბურავის ჯაჭვები ერთგვარი დამცავი ხელსაწყოებია, რომელიც იცავს მანქანის საბურავს თოვლიან ან მოყინულ გზაზე გადაადგილებისას და სწორად დაყენების შემთხვევაში უზრუნველყოფს მანქანის უკეთეს წევას.
იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის მანქანის ჯაჭვები სახლიდან გაუსვლელად შეიძინო, საუკეთესო გზა VELI.store-ზე ონლაინ შოპინგია. უკვე იცი, რომ ველიზე ავტო & მოტო კატეგორიაში შენი მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერისთვის ყველაფერს ერთ სივრცეში აღმოაჩენ. აქვე საბურავების ჯაჭვების კატეგორიაც დაგხვდება, სადაც ამერიკული და იტალიური ბრენდების უმაღლესი ხარისხის ჯაჭვებს იპოვი.
საბურავები და საბურავის ჯაჭვები ველიზე
საბურავის ჯაჭვები უმეტესად მყარი ლითონისგან დამზადებული ხელსაწყოებია, რომელიც საბურავის პროტექტორს ანუ საბურავის ზედაპირს იცავს მოცურებისგან. ბაზარზე ხშირად შეგხვდება სხვადასხვა ზედაპირის მქონე საბურავები. ზოგჯერ საბურავის ფასს, სწორედ პროტექტორის ტიპი განაპირობებს, რადგან რაც უფრო რთული და მაღალი ზედაპირი აქვს საბურავს, მით მეტია გზის ზედაპირზე პროტექტორის მოჭიდების ძალა და შესაბამისად უფრო უსაფრთხოა მოძრაობა.
ველიზე 2 ტიპის საბურავებს შეხვდები:
- ზაფხულის საბურავები;
- მულტისეზონური საბურავები.
მულტისეზონური საბურავები განკუთვნილია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონისთვის. ბაზარზე ამ ტიპის საბურავები ‘’შერეული’’ ტიპის კლასიფიკაციით შეგხვდება. მულტისეზონური საბურავებით შეგიძლია იმოძრაო როგორც თბილ და მშრალ, ასევე თოვლიან სეზონზე, თუმცა რეკომენდებულია მაღალმთიან რეგიონებში სადაც თოვლის საფარი საშუალოზე მაღალია და რთული, გაუკვალავი კლიმატური პირობებია მანქანის ჯაჭვები გამოიყენო.
ავტომობილის ჯაჭვები
VELI.store-ზე ავტომობილის ჯაჭვებს საბურავების კატეგორიაში აღმოაჩენ, სადაც უმაღლესი ხარისხის ამერიკული და იტალიური ბრენდების Goodyear და Bottari-ს საბურავის ჯაჭვები დაგხვდება. იმისთვის, რომ ჯაჭვები შენი მანქანის საბურავებთან თავსებადი იყოს და ზომა სწორად შეარჩიო, ჯერ საბურავის ზომა უნდა განსაზღვრო. ველიზე საბურავის ჯაჭვებს ფასისა და ზომის მიხედვით აღმოაჩენ. ჯაჭვები 70-255 ზომებში დაგხვდება.
ზამთრისა და შერეული ტიპის საბურავები შეგიძლია მარტივად, ფიფქის ან მზის სიმბოლოთი განასხვაო ერთმანეთისგან. საქართველოს ბაზარზე პოპულარულია შერეული ტიპის საბურავები, რომელიც უფრო ეკონომიური და პრაქტიკული გამოსაყენებელია ვიდრე ყოველ სეზონზე საბურავის გამოცვლა. თუ ტემპერატურა 5-7 გრადუსზე ნაკლებია, უმჯობესია ცივი სეზონისთვის ავტომობილი შესაბამისად მოამზადო.
უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯაჭვები მანქანის საბურავს სწორად მოარგო, რისთვისაც ინსტრუქცია დაგჭირდება. მაგალითად ველიზე წარმოდგენილი Bottari-ს ტიპის ჯაჭვების ყუთში მწარმოებლის რეკომენდაციებთან ერთად ინსტრუქციაც დაგხვდება, რომელიც დაგეხმარება სწორად მოარგო საბურავს ჯაჭვები და გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილდე.
საბურავების ჯაჭვების შეძენა ველიზე -25%-მდე ფასდაკლებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შეძენამდე რეკომენდებულია შენი მანქანის საბურავის ზუსტი ზომა და ტიპი იცოდე, რათა ჯაჭვები სწორად შეარჩიო და მაქსიმალურად კომფორტულად, რაც მთავარია უსაფრთხოდ იმგზავრო.
როგორ უნდა შეარჩიო საბურავების ჯაჭვები
საბურავების ჯაჭვები როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე სხვადასხვა ფასებით შეგხვდება. ფასის ცვალებადობას კი მასალის ხარისხი და ბრენდის წარმომავლობა განაპირობებს, რაც პირდაპირ აისახება ჯაჭვების გამძლეობაზე. თვალი გადაავლე 5 ნაბიჯს, რომელიც მანქანის ჯაჭვების შეძენამდე უნდა გაითვალისწინო:
- განსაზღვრე შენი ავტომობილის საბურავის ზუსტი ზომა;
- განსაზღვრე სამონტაჟო მეთოდი - არსებობს ჯაჭვები, რომელიც მხოლოდ საბურავის მოხსნის შემთხვევაში ერგება საბურავს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჯაჭვების ტიპი სწორად შეარჩიო.
- განსაზღვრე გამოყენების სიხშირე - უმჯობესია საბურავის ჯაჭვები მხოლოდ რთულ თოვლიან პირობებში გადაადგილებისთვის გამოიყენო.
- შეარჩიე ჯაჭვები კლიმატური პირობების მიხედვით - ბაზარზე ჯაჭვები შეგხვდება ყინულის, ღრმა თოვლისა, მსუბუქი თოვლიანი საფარისა და ტალახით დაფარულ გზებზე გადაადგილებისთვის.
საქართველოში 2023 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ავალდებულებს მძღოლს გზის განსაზღვრულ მონაკვეთზე და ზონებზე გადაადგილებისას გამოიყენოს ზამთრის საბურავები. VELI.store-ზე ერთ სივრცეში შეგიძლია შეიძინო მულტისეზონური საბურავები და საბურავის ჯაჭვები. შენაძენი სრულიად უფასოდ 3 საათში უკვე შენი სახლის კართან იქნება.