იმისთვის, რომ ავტომობილმა დიდხანს და გამართულად იმუშაოს, მისი შესაბამისი მოვლაა საჭირო. ამ პროცესისთვის VELI.store-ზე აღმოაჩენ კატეგორიას ავტო & მოტო, სადაც შეძლებ დაათვალიერო მანქანის ავტოქიმია თუ ზეთი, ანტიფრიზი & ფილტრები. შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ბრენდის შესახებ
Valvoline ამერიკული ბრენდია, რომელიც 1866 წელს შეიქმნა. კომპანია აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ძრავის ზეთები, ჰიდრავლიკური სითხეები, ძრავის გამწმენდები თუ გადაცემათა კოლოფის ზეთები.
შეარჩიე Valvoline-ის ბრენდის ძრავის ზეთი
პრემიუმ ხარისხისაა Valvoline-ის MAXLIFE ძრავის ზეთი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მაღალი გარბენის მქონე ძრავებისთვის. პროდუქტი უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავეს და ამცირებს მავნე ნალექების დაგროვებას. ეს ზეთი გამოიყენება თანამედროვე ბენზინისა და დიზელის ძრავებისთვის.
კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროდუქტია Valvoline-ის SYNPOWER ძრავის ზეთი, რომელიც შექმნილია ევროპული და იაპონური ავტომობილებისთვის. დაბალი სიბლანტის ფორმულა უზრუნველყოფს ოპტიმალური მუშაობის გამოცდილებას რთულ პირობებშიც კი. SynPower ზეთი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბაზის ზეთებითა და დანამატებით, რაც განაპირობებს ძრავისა და გამონაბოლქვის სისტემის დაცვას. ველიზე ასევე შეგხვდება ავტომობილის წმენდისა და ავტოქიმიის პროდუქტები.
აღმოაჩინე ანტიფრიზი ზამთრის სეზონისთვის
გაყინვისა და გადახურებისგან იცავს ძრავას Valvoline-ის OEM ADVANCED ანტიფრიზი, როგორც დაბალ, ისე მაღალ ტემპერატურაზე. ფორმულაში შემავალი კომპონენტების წყალობით ანტიფრიზი ხელს უშლის კოროზიის წარმოქმნას. პროდუქტი სამგზავრო მანქანებისთვის 5 წლიან, ხოლო შედარებით დატვირთული ავტომობილებისთვის 3 წლიან გარანტიის პირობებს ქმნის.
ველიზე ასევე შეგიძლია შეარჩიო Valvoline-ის AFC ანტიფრიზი. პროდუქტი დაფუძნებულია მონოეთილენგლიკოლზე და ორგანული დანამატების საშუალებით იცავს ძრავას კოროზიისგან. ანტიფრიზი რეკომენდებულია გაგრილების სისტემაში გამოსაყენებლად როგორც საავტომობილო, ასევე სამრეწველო წვის ძრავებისთვის.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, შეარჩიე აქსესუარები ავტომობილის მოვლისთვის, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.