იმისათვის რომ მანქანამ დიდხანს შეასრულოს თავისი ფუნქცია და გამართულად იაროს, ავტომობილის მოვლაა საჭირო. ძრავის ზეთი ავტომობილის მოვლის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ველიზე შეძლებ ძრავის ზეთი და სხვა შიდა საწმენდი სითხეები ავტომობილისთვის ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო.
ავტომობილის ექსტერიერის მოვლის საშუალებები VELI.store-ზე
ველიზე კატეგორიაში ავტომობილის წმენდა & ავტოქიმია როგორც მანქანის გარეგანი მოვლის, ასევე მანქანის შიდა სისტემის გამართულობისათვის აუცილებელ პროდუქტებს აღმოაჩენ.
თუკი შენთვის ავტომობილის ექსტერიერის სისუფთავე მნიშვნელოვანია, Wynn’s ჟანგის მოსაშორებელი 500 მლ კარგი ვარიანტია. საწმენდი სითხე სწრაფად ათავისუფლებს ჩაკეტილ, დაჟანგებულ ან კოროზირებულ ნაწილებს. ზეთავს და ასუფთავებს ავტომობილის ნაწილებსა და იცავს მათ გაყინვისაგან. დაათვალიერე სხვა პროდუქტები გარე წმენდისთვის ველიზე და შეარჩიე შენთვის სასურველი საშუალებები სახლიდან გაუსვლელად.
ველიზე, კატეგორიაში საქარე მინის მოვლა შენი მანქანის მინების წმენდისათვის არაერთ პროდუქტს აღმოაჩენ. მაგალითისათვის, შესაძლოა გერმანული ბრენდის, WURTH-ის საქარე მინის საწმენდი სპრეი 250 მლ შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. სპრეი ხელს უშლის ნადების წარმოქმნას, გამორიცხავს მბზინავი და საპოხი ფენის არსებობას. საწმენდი ასევე უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა ხედვას და ეფექტურად აშორებს მინაზე არსებულ სხვადასხვა სახის დაბინძურებას.
პროდუქტები მანქანის შიდა სისტემისთვის ველიზე
ავტომობილის გამართულად მუშაობისათვის აუცილებელია, რომ მისი შიდა სისტემა მწყობრში იყოს. ცივ ამინდში, ძრავის გაგრილების სისტემაში წყალი შეიძლება გაიყინოს, რაც ძრავის ბლოკს, რადიატორსა და ავტომობილის სხვა ნაწილებს დიდ ზიანს აყენებს. სისტემაში წყლის გაყინვის საწინააღმდეგოდ, რეკომენდებულია ანტიფრიზის გამოყენება. შეარჩიე და შეიძინე ანტიფრიზი ველიზე სახლიდან გაუსვლელად. ველიზე შეძლებ ENEOS. ანტიფრიზი, SUPER COOL BSG, მწვანე 1 ლ ბიუჯეტურ ფასად შეიძინო. ანტიფრიზი შენი მანქანის სისტემას გაყინვის, გადახურებისა და კოროზიისაგან დაიცავს.
შიდა სისტემის მოვლის პროცესში, ასევე სასურველია ყურადღება მიაქციო გადაცემათა კოლოფის გამართულობას, რომ ძრავის სიმძლავრის ავტომობილის სხვა ნაწილებზე გადაცემა დაარეგულირო. დროდადრო გადაცემათა კოლოფში ზეთის დამატება ელემენტის გამართულ და ხანგრძლივ მოძრაობას უზრუნველყოფს. ველიზე შეძლებ გადაცემათა კოლოფის ზეთი მარტივად შეარჩიო.
გადაცემათა კოლოფის ზეთის გარდა, შესაძლოა ძრავის ზეთმაც დაგაინტერესოს. ამერიკული წარმოების AMSOIL ALM1G 5W-20 SS Synthetic 1 ლ სინთეზური ტექნოლოგიით შექმნილი, უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთია. ზეთი უზრუნველყოფს 75%-ით მეტ დაცვას ძრავის დაზიანების და ცვეთისგან, ვიდრე სტანდარტულ ზეთებთან შედარებით.
ველიზე შეძლებ ავტომობილის მოვლისათვის პროდუქტები ონლაინ შეარჩიო, შეძენილ პროდუქტს კი საქართველოში ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.