საათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია, ამიტომ მნიშვნელოვანია ნივთი იყოს კომფორტული და ჰქონდეს დახვეწილი დიზაინი. VELI.store-ზე საათების კატეგორიაში აღმოაჩენ ქართული და იაპონური ბრენდების მაჯის საათებს. დაათვალიერე შენთვის სასურველი ბრენდის საათები, დაამატე კალათაში და მიიღე შენაძენი უფასო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
იაპონური ბრენდის მაჯის საათები
მამაკაცის მაჯის საათებს შორის გამორჩეულია Casio-ს ბრენდის MTP-V004L-7AUDF მოდელი. განსხვავებით სმარტ საათისგან, უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი კორპუსი წყლისაგან და სხვა გარემო ზემოქმედებისგან იცავს ნივთს. სამაჯურის მასალა ტყავია, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს. საათის დიზაინი მარტივად თავსებადია სხვადასხვა აქსესუარებთან, მათ შორის, სამაჯურთან.
ქალის მაჯის საათებიდან საინტერესო ვარიანტია Casio-ს ბრენდის LQ-142E-7ADF მოდელი. წყალგაუმტარი მასალა ნივთის წყლისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. სამაჯური რეზინის მასალისგან არის დამზადებული, რაც მას გამძლეობას მატებს.
ქართული ბრენდის მაჯის საათები
დროსთან ერთად კალენდარული დღეების კონტროლს ქართული ბრენდის Ronius-ს დახმარებით შეძლებ. ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილ უნივერსალური მაჯის საათს MIYOTA-ს მექანიზმი აქვს. მეტალისა და სილიკონის მასალა კი საათის ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს. საათი სხვადასხვა ფერის, მათ შორის მწვანე, იასამნისფერი, ვარდისფერი და წითელი დიზაინით არის შექმნილი, ეს მრავალფეროვნება კი საშუალებას მოგცემს ნივთი ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებს მარტივად შეუხამო. შეარჩიე მაჯის საათი და გადაიხადე თანხა ნებისმიერი ბანკის შენზე მორგებული პირობებით.
დაათვალიერე მაჯის საათები VELI.store-ზე, ამოირჩიე შენთვის სასურველი და მიიღე შენაძენი უფასო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.