უფასო მიწოდება
Xiaomi Mi Body Composition Scale 2 ჭკვიანი სასწორი წონის ზუსტ გაზომვასთან ერთად, აფასებს სხეულის მონაცემებს 10 სხვადასხვა კომპონენტით, რომლებიც უფრო რეალურად წარმოაჩენენ საერთო სურათს. ამ მონაცემთა ერთობლიობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პერსონალური გეგმის და დიეტური შეზღუდვების შესამუშავებლად.
სასწორს აქვს სხეულის მასის ინდექსის (BMI) გაზომვის ფუნქციაც და BIA პრინციპის (სხეულის ცხიმის და კუნთის მასის შეფასება) შესაბამისად სხეულის ცხიმის და ჰიდრატაციის პროცენტულობას ადგენს. ჭკვიანი სასწორი Bluetooth-ით სინქრონირდება Mi Fit App-თან და აღრიცხავს ყოველდღიურ მონაცემებს. აპლიკაციაში თითოეული მონაცემის პროგრესი თვალსაჩინოდ გამოისახება სკალაზე და მარტივად აღსაქმელია. პერსონალური მონაცემების აღრიცხვა შეუძლია ოჯახის თითოეულ წევრს.
სასწორი აღიქვამს გასხვავებულ სხეულის ტიპებს, ზრდასრულებსა და ბავშვებს, ქმნის პერსონალურ პროფილებს. სასწორზე დადგომისას ავტომატურად იდენტიფიცირდება პიროვნება და მისი მონაცემები განახლდება. შეუძლია 16 პროფილის შექმნა და თითოეულის მონაცემების შენახვა-განახლება. აქვს თხელი, დახვეწილი დიზაინი, მსუბუქია. დამზადებულია გამძლე მინისგან, მარტივად გასაწმენდია და ჩაშენებული აქვს ბატარეის დაჯდომის ინდიკატორი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.