ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Sennheiser CX უსადენო ყურსასმენს ჩაშენებული აქვს 7 მმ-იანი TrueResponse აუდიო ტრანსდუსერები და ეკვალაიზერი, რაც უზრუნველყოფს გამორჩეულ, მაღალი ხარისხის აუდიოს, ძლიერ ბასს, სუფთა და დაბალანსებულ ხმას. ხმაურის პასიური ჩახშობის რეჟიმი და ყურსასმენის კონსტრუქცია შესაძლებლობას მოგცემთ სრულად ჩაიძიროთ მუსიკაში და დაარეგულიროთ გარემომცველი ხმაურის ხმის დონე.
Bluetooth 5.2 უსადენო კავშირი სტაბილური და შეუფერხებელია. ორივე ყურსასმენს აქვს ორმაგი კავშირის ტექნოლოგია და თითოეულს შეუძლია ნებისმიერი ფუნქციის შესრულება ერთად და ცალ-ცალკე. ყურსასმენები მარტივად და შეუფერხებლად უკავშირდება სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებს.
ყურსასმენის ინტუიტიური, მარტივად სამართავი სენსორებით შესაძლებელია მუსიკის ჩართვა-გადართვა-დაპაუზება, ხმის დონის კონტროლი, ზარებზე პასუხი და გათიშვა, ხმოვანი ასისტენტის გამოძახება (Alexa, Siri, Google Assistant) და ა.შ
ერთი სრული დატენვით, Sennheiser CX ყურსასმენები 27 საათი მუშაობს. (ყურსასმენები 9 საათს, ხოლო ქეისთან ერთად 27 საათს.) სრულ დამუხტვას კი სულ რაღაც 1.5 საათი სჭირდება.
კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, მსუბუქია, არ ღლის ყურს და კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში სატარებლად. მინიმალისტური დიზაინი აქვს, ერგონომიული და ესთეტიურია.