კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Inge's Christmas, Magic, ნაძვის ხის სათამაშო, თვითგორიალა, 10 სმInge's Christmas, Magic, ნაძვის ხის სათამაშო, თვითგორიალა, 10 სმ
Inge's Christmas, Magic, ნაძვის ხის სათამაშო, თვითგორიალა, 10 სმ

უფასო მიწოდება

34.90
Inge's Christmas, Magic, ნაძვის ხის სათამაშო, თვითგორიალა, 10 სმ  inge's christmas, magic, nadzvis khis satamasho, tvitgoriala, 10 sm - ვარიაცია 1 Inge's Christmas, Magic, ნაძვის ხის სათამაშო, თვითგორიალა, 10 სმ  inge's christmas, magic, nadzvis khis satamasho, tvitgoriala, 10 sm - ვარიაცია 1

Inge's Christmas, Magic, ნაძვის ხის სათამაშო, თვითგორიალა, 10 სმ

ID: 4061752087660

Inge's Christmas

 

გააფორმეთ თქვენი ნაძვის ხე და აიმაღლეთ სადღესასწაულო განწყობა

 

ნივთის ზომა: 10 სმ

 

მასალა: მინა

 

სერია: Magic

34.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Inge's Christmas, Magic, ნაძვის ხის სათამაშო, თვითგორიალა, 10 სმ

გააფორმეთ თქვენი ნაძვის ხე და აიმაღლეთ სადღესასწაულო განწყობა ამ საახალწლო სათამაშოთი. შეხვდით ჯადოსნურ ღამეს მომზადებული Inge's Christmas-ის მრავალფეროვანი, საახალწლო აქსესუარებით და ისიამოვნეთ დღესასწაულით.

Inge's Christmas

Inge's Christmas - მდიდარი ტრადიცია და კულტურა ერთი ბრენდის ქვეშ.

 

Inge's Christmas არის საოჯახო ბავარიული კომპანია, რომელიც საშობაო დეკორაციებსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია დაფუძნდა Neustadt bei Coburg-ში, ბავარიაში, ზემო ფრანკონიის და ტურინგიის ტყის რეგიონში.  Inge's Christmas-ის საშობაო ორნამენტები იწარმოება უახლესი ტექნიკის გამოყენებით, გარემოსადმი პასუხისმგებლობით.

 

მაღალი ხარისხის, ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოებით, მინის დეკორაციების წარმოებითა და ვაჭრობით, Inge’s Christmas ევროპულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდა. ბრენდს უახლესი ტრენდული კოლექციები აქვს წარმოდგენილი, ესენია - INGE-GLAS® MANUFAKTUR, MAGIC by Inge და Creative living by Inge ყველაზე გამორჩეული დღესასწაულისთვის. აქ რაიმე განსაკუთრებულს, ორიგინალურსა და ინდივიდუალურს აუცილებლად იპოვით.

INGE-GLAS® MANUFAKTUR კოლექცია ქარხანაში ტრადიციული გზით იწარმოება: ისევე, როგორც 100 წლის წინ, Inge-ს საშობაო დეკორაციები ხელით არის გამომწვარი და მოხატული დეტალებისადმი დიდი ყურადღებით და სიფრთხილით. წარმოებისას გამოყენებულია საუკეთესო მასალები, კრისტალურად გამჭვირვალე მინა, ვერცხლი და სხვადასხვა ფერის საღებავი. საბოლოოდ კი, პატარა ხელოვნების ნიმუშები იქმნება, რომლებიც  ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველი წლის დღესასწაულზე სიხარული მოაქვს. თითოეული დეკორაცია ერთად გატარებული დაუვიწყარი შობის შეხსენებაა, იქნება ეს სადღესასწაულო სამზადისი, წვეულება თუ ოჯახური ვახშამი.

 

MAGIC by Inge კოლექციაში გაერთიანებული საშობაო ორნამენტები გამოირჩევა მრავალფეროვანი ფერებითა და ფორმებით. იდეალურად შეესაბამება როგორც სახლის ინტერიერის, ასევე საოფისე გარემოს. MAGIC by Inge თანამედროვე მოდის, ინტერიერის დიზაინის ტენდენციებისა და ტრადიციის იდეალური შერყწმაა.

 

Creative living by Inge ბრენდის ყოველდღიური კოლექციაა, რომელიც ფერთა გამორჩეულ კომბინაციას ქმნის, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რამდენიმე მარტივი მოქმედებით თანამედროვე, დახვეწილი დეკორაცია შექმნან საკუთარი სახლისთვის.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიInge's Christmas
  • მასალამინა
  • პროდუქტის ზომა10 სმ
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.