ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
House Of Marley Redemption ANC უსადენო ყურსასმენები სრულ ემერსიულ გამოცდილებას გთავაზობს. მკაფიო, ძლიერი ხმა შეგიძლია თავად დაარეგულირო, განწყობის და სურვილის შესაბამისად. ხმაურის აქტიური ჩახშობის ფუნქცია კი ფოკუსირებაში დაგეხმარება. ყურსასმენების დახმარებით, მომენტალურად შეძლებ კონცენტრირდე სამსახურის ზარზე, მეგობართან საუბარზე, ან უბრალოდ საყვარელი მუსიკის ხმაზე.
Bluetooth 5.0 უწყვეტი კავშირის და სინქრონიზაციის ტექნოლოგიით, House Of Marley Redemption ANC უსადენო ყურსასმენები, ქეისის გახსნის მომენტიდან, ერთი კლიკით, შეუფერხებლად უკავშირდება შენს სმარტფონს.
ერთი სრული დამუხტვით ყურსასმენი მუშაობს 7 საათამდე, ხოლო მისი დამტენი ქეისთან ერთად 28 საათამდე. ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმით კი 5 საათს და ქეისთან ერთად დამატებით 15 საათს, რაც ჯამში 20 საათიან უსადენო გამოყენებას უზრუნველყოფს.
House Of Marley Redemption ANC წყალგამძლე და ოფლგამძლეა, შესაბამისად შეძლებ ვარჯიშისას და ცუდ ამინდში გამოყენებას.