კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები, ფრინველისა და საქონლის ხორცით, 4 კგHappy dog, ძაღლის მშრალი საკვები, ფრინველისა და საქონლის ხორცით, 4 კგ
Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები, ფრინველისა და საქონლის ხორცით, 4 კგ

უფასო მიწოდება

63.00
Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები, ფრინველისა და საქონლის ხორცით, 4 კგ  happy dog, dzaghlis mshrali sakvebi, frinvelisa da saqonlis khorcit, 4 kg - ვარიაცია 1 Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები, ფრინველისა და საქონლის ხორცით, 4 კგ  happy dog, dzaghlis mshrali sakvebi, frinvelisa da saqonlis khorcit, 4 kg - ვარიაცია 1

Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები, ფრინველისა და საქონლის ხორცით, 4 კგ

ID: 4001967166101

Happy Pets

 

Happy Dog

 

მინიატურული ჯიშის ძაღლის საკვები 1 თვიდან- 9, 12 თვემდე; ფრინველის და საქონლის ხორცით; ცილის მაღალი შემცველობა;
კალციუმი და D3 ვიტამინი; ომეგა 3, ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები; პატარა კროკეტები; 100% დაბალანდებული ფორმულა; ნედლი ცილა 29%, ნედლი ცხიმი 14%;

 

მოცულობა: 4 კგ

 

არომატი: ფრინველის და საქონლის ხორცით

 

ძაღლის ასაკი: 1 თვიდან

 

ძაღლის ზომა: მინი

63.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

შემადგენლობა

ანალიტიკური კომპონენტები

ნედლი ცილა 29.0%, ნედლი ცხიმი 14.0%, ნედლი ბოჭკოვანი 2.0%, ნედლი ნაცარი 6.5%, კალციუმი 1.6%, ფოსფორი 1.0%, ნატრიუმი 0.3%, ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები 2.0%, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები 0.2%.

დანამატები

ვიტამინები/კგ:

ვიტამინი A (3a672a) 15000 სე, ვიტამინი D3 (3a671) 900 სე

მიკროელემენტები/კგ:

რკინა (როგორც 3b103) 55 მგ, სპილენძი (როგორც 3b405) 12 მგ, თუთია (როგორც 3b603) 100 მგ, მანგანუმი (როგორც 3b502) 9 მგ, იოდი (როგორც 3b202) 2.5 მგ, სელენი (როგორც 3b603) 3 .) 0.15 მგ

ამინომჟავები/კგ:

L-ტრიპტოფანი (3c440) 900 მგ

ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i)

Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები, 4 კგ

ლეკვის იდეალური ზრდისთვის, განსაკუთერებით პატარა ძაღლებისთვის.

Happy Dog NaturCroq Mini Puppy-ის ცხიმებისა და ცილების სრულყოფილი შემცველობა უზრუნველყოფს პატარა ძაღლების ჰარმონიულ, სრულფასოვან ზრდას 1-12 თვემდე.

პატარა ძაღლები უფრო თანაბრად იზრდებიან, ვიდრე საშუალო ან დიდი ჯიშის ძაღლები. თუმცა, სიცოცხლის პირველ თორმეტ თვეში ეყრება საფუძველი ლეკვებისა და მცირე ჯიშის ახალგაზრდა ძაღლების ჯანსაღ განვითარებას. ამ მხრივ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მისი ორგანიზმისთვის ცილებისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას.

დაბალანსებული დიეტა, მაღალი ღირებულების ცხოველური ცილებით, ადგილობრივად მოყვანილი მარცვლეულით და აუცილებელი ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ლეკვის ოპტიმალური განვითარების უზრუნველსაყოფად. კალციუმი და ვიტამინი D3 დიდ როლს თამაშობს სხეულის სიძლიერისა და ჯანსაღი ძვლების განვითარებაში. ძვირფასი უჯერი ცხიმოვანი მჟავები  თქვენს ლეკვს ჯანსაღ და ბზინვარ ბეწვს შესძენს; ეს უაღრესად გემრიელი ფორმულა შეიცავს ადგილობრივად მოყვანილ ღირებულ მცენარეებს, რომლებიც თქვენს პატარა ოთხფეხა მეგობარს აწვდიან ბევრ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას ბუნებრივი წყაროებიდან;

 ენერგიის მაღალი მოთხოვნები პატარა ლეკვებში
ლეკვებს, რომლებიც აღმოაჩენენ ცნობისმოყვარეობით სავსე სამყაროს, ისევე როგორც ახალგაზრდა ძაღლებს, რომლებიც დაუღალავად თამაშობენ და ტრიალებენ, უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ, ვიდრე ზრდასრულ ძაღლებს. ეს ნიშნავს, რომ მათი მოთხოვნილება ცილებსა და მინერალებზე იზრდება. ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გირჩევთ ლეკვების კარგ საკვებს, როგორიცაა ჩვენი NaturCroq Mini Puppy თქვენი პატარა ლეკვისთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პატარა ლეკვი იდეალურად არის მოვლილი და შეუძლია სწორად  განვითარდეს.

გსურს ყველაფერი სწორად გააკეთო შენი ლეკვის კვებისას?

მაშინ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:  4 თვემდე თქვენს პატარა ლეკვს შეუძლია დღეში 4-ჯერადი კვება. 6 თვემდე 3 კვება და ექვსი თვიდან საკმარისია თუ ოთხფეხა მეგობარს დღეში ორჯერ აჭმევთ. 10 კგ-მდე (ზრდასრული ძაღლის წონა) მცირე ჯიშებისთვის შესაფერის ზრდასრულ საკვებზე გადასვლა შეგიძლიათ ყველაზე ადრე ცხრა თვეში და არაუგვიანეს 12 თვისა. NaturCroq Mini Puppy-ის შემდეგ, ჩვენ გირჩევთ მიირთვათ NaturCroq Mini Salmon & Rice ან NaturCroq Mini Lamb & Rice .

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით.
დროთა განმავლობაში,  საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა,  რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც  ძაღლისა და კატის  საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში.
დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.

გლობალური ყოფნა
რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე  Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც!

საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის
საქართველო, 2019 წელს,  77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა,  რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას.
საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე.
ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც -  Happy dog & Happy cat  აქვს  ორი  FIT and  VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.
და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.


ხარისხი და უსაფრთხოება
ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან.
ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. 
ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.

Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები
Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან.
ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და  ჯანსაღი სახსრების გარანტია.

Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2%  აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს.
იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა.


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“


 
 

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიHappy Dog
  • წონა4 კგ
  • ცხოველის ასაკი1 თვიდან
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • ცხოველის ზომამინი
  • კვების რეჟიმიუნივერსალური


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.