კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy Dog, მინიატურული ძაღლის სასუსნაო, ბატკნით, 100 გრHappy Dog, მინიატურული ძაღლის სასუსნაო, ბატკნით, 100 გრ
Happy Dog, მინიატურული ძაღლის სასუსნაო, ბატკნით, 100 გრ

უფასო მიწოდება

8.50
Happy Dog, მინიატურული ძაღლის სასუსნაო, ბატკნით, 100 გრ  happy dog, miniaTuruli dzaghlis sasusnao, baTknit, 100 gr - ვარიაცია 1 Happy Dog, მინიატურული ძაღლის სასუსნაო, ბატკნით, 100 გრ  happy dog, miniaTuruli dzaghlis sasusnao, baTknit, 100 gr - ვარიაცია 1

Happy Dog, მინიატურული ძაღლის სასუსნაო, ბატკნით, 100 გრ

ID: 4001967128895

Happy Pets

 

Happy Dog

 

ძაღლის სასუსნაო, 100 გრ

 

არომატი: ბატკანი, ბრინჯი

 

წონა: 100 გრ

 

ასაკი: ზრდასრული

8.50

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Happy Dog, მინიატურული ძაღლის სასუსნაო, ბატკნით, 100 გრ

Happy Dog Soft Snack Mini Newzealand. რბილის გულის ფორმის სნექები, მინიატურული ზრდასრული ჯიშის ძაღლისთვის; ბატკნის ხორცის და ბრინჯის შემადგენლობით, იდეალურია მგრძნობიარე, ალერგიული, სუსტი-კუჭნაწლავების მქონე ძაღლებისთვის; დამზადებულია და შეფუთულია გერმანიაში. არ შეიცავს საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს! არ შეიცავს ხორბალს და შაქარს!

შემადგენლობა

ანალიტიკური კომპონენტები ნედლი ცილა 16,5%, ნედლი ცხიმი 5,5%, ნედლი ბოჭკოვანი 1,5%, ნედლი ნაცარი 8,0%. ტენიანობა 14.0%. დანამატები ვიტამინები/კგ: ვიტამინი A (3a672a) 14000 სე, ვიტამინი D3 (3a671) 850 სე, ტაურინი (3a370) 400 მგ; ანტიოქსიდანტი, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i). მიკროელემენტები/კგ: რკინა (რკინა (II) სულფატი, მონოჰიდრატი 3b103) 90 მგ, სპილენძი (სპილენძის (II) სულფატის პენტაჰიდრატი 3b405) 9 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603 70 მგ, ამინომჟავა თუთიის ქელატი, ჰიდრატი 3b60) 80 მგ, მანგანუმი (მანგანუმის (II) ოქსიდი 3b502) 20 მგ, იოდი (კალციუმის იოდატი, უწყლო 3b202) 1,5 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი 3b801) 0,1 მგ. კვების რეკომენდაცია შესთავაზეთ რამოდენიმე ცალი დღეში რამდენჯერმე, ან მიეცით ჯილდოთ;

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით. დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა, რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც ძაღლისა და კატის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში. დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება. გლობალური ყოფნა რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც! საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის საქართველო, 2019 წელს, 77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას. საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე. ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც - Happy dog & Happy cat აქვს ორი FIT and VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური. და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ: აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. ხარისხი და უსაფრთხოება ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან. ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს. Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან. ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და ჯანსაღი სახსრების გარანტია. Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2% აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს. იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • საკვების წონა100 გრ
  • შემადგენლობა,არომატიბატკანი, ბრინჯი
  • ცხოველების ზომასაშუალო, დიდი
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდიHappy Dog
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • კვების რეჟიმიმინი ჯიშის ძაღლებისთვის


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.