კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy Cat, კატის მშრალი საკვები ქათმით, ოპტიმალური ბალანსისთვის, 4 კგHappy Cat, კატის მშრალი საკვები ქათმით, ოპტიმალური ბალანსისთვის, 4 კგ
Happy Cat, კატის მშრალი საკვები ქათმით, ოპტიმალური ბალანსისთვის, 4 კგ

უფასო მიწოდება

68.00
Happy Cat, კატის მშრალი საკვები ქათმით, ოპტიმალური ბალანსისთვის, 4 კგ  happy cat, kaTis mshrali sakvebi qatmit, opTimaluri balansistvis, 4 kg - ვარიაცია 1 Happy Cat, კატის მშრალი საკვები ქათმით, ოპტიმალური ბალანსისთვის, 4 კგ  happy cat, kaTis mshrali sakvebi qatmit, opTimaluri balansistvis, 4 kg - ვარიაცია 1

Happy Cat, კატის მშრალი საკვები ქათმით, ოპტიმალური ბალანსისთვის, 4 კგ

ID: 4001967074314

Happy Pets

 

Happy Cat

 

მშრალი საკვები კატებისთვის, 4 კგ

 

არომატი: ქათამი, თევზი, ბატკანი

 

წონა: 4 კგ

 

ასაკი: ზრდასრული

68.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Happy Cat, კატის მშრალი საკვები ქათმით, ოპტიმალური ბალანსისთვის, 4 კგ

Happy Cat Minkas Perfect Mix adult. ოპტიმალური ბალანსისთვის. Happy Cat Minkas Perfect Mix არის 100% დაბალანსებული, სრულყოფილი საკვები ზრდასრული კატებისთვის. ფრინველის, ბატკნის და თევზის ნაზავი, ქმნის განსაკუთრებულად გემრიელ ფორმულას, რომელიც ძალიან მოსწონთ კატებს. აღნიშნული ფორმულა, მისი მნიშვნელოვანი პროპორციით, ცხოველური ცილების მაღალი წილით არის სრულიად დაბალანსებული და ნატურალური საკვები. გემრიელი მშრალი საკვები შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, Happy Cat-ის არც ერთი ფორმულა არ შეიცავს, ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს. გაანებივრეთ თქვენი კატა Happy Cat Minkas Perfect Mix-ის გერმიელი საკვებით. ის მდიდარია ომეგა 3 და ომეგა 6 ცხინოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს კატის ჯანსაღ კანს და ბზინვარე ბეწვს.

შემადგენლობა

ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი ცილა 30.0%, ნედლი ცხიმი 12.0%, ნედლი ბოჭკოვანი 2.5%, ნედლი ნაცარი 7.0%, კალციუმი 1.3%, ფოსფორი 0.8%, ნატრიუმი 0.35%, კალიუმი 0.65%, მაგნიუმი 0.12%, ომეგა-25% ცხიმოვანი მჟავები. 3 ცხიმოვანი მჟავა 0.35% დანამატები: ვიტამინები/კგ: ვიტამინი A (3a672a) 15000 IU, ვიტამინი D3 (3a671) 1250 IU, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილაცეტატი 3a700) 100 მგ, ტაურინი (3a370) 1000 მგ, ანტიოქსიდანტები 6 მცენარეული ზეთის ექსტრაქტი30b (მე). მიკროელემენტები/კგ: რკინა (რკინა(II) სულფატი; მონოჰიდრატი 3b103) 130 მგ, სპილენძი (სპილენძის(II) სულფატის პენტაჰიდრატი 3b405) 12 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603) 100 მგ, მანგანუმი (მანგანუმის(II) 3b502) 15 მგ, იოდი (კალციუმის იოდატი; უწყლო 3b202) 1.5 მგ, სელენი (E8; ნატრიუმის სელენიტი) 0.15 მგ, ამინომჟავები/კგ: DL-მეთიონინი (3c301) 4500 მგ. კატას ყოველთვის უნდა ედგას სუფთა წყალი თასში, საკვების თასისგან მოშორებით; კატის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ცხრილში მოცემული დღიური საკვების რაოდენობა, შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს 15%-მდე. თუ კატას აძლევთ სველ საკვებს ან სასუსნაოს, საკვების დღიური რაოდენობაც უნდა შემცირდეს.

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით. დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა, რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც ძაღლისა და კატის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში. დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება. გლობალური ყოფნა: რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც! საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის: საქართველო, 2019 წელს, 77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას. საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე. ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც - Happy dog & Happy cat აქვს ორი FIT and VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური. და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ: აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. ხარისხი და უსაფრთხოება: ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან. ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • საკვების წონა4 კგ
  • შემადგენლობა,არომატიქათამი, თევზი, ბატკანი
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდიHappy Cat
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.