უფასო მიწოდება
Haakaa Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი & ბოთლის საწოვარა 160მლ
უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ & სრულფასოვნად გამოდინებას
მარტივი სტერილიზაცია მისი ფორმიდან გამომდინარე
მასალა: 100% სამედიცინო სილიკონი
მსუბუქი & კომპაქტური მოგზაურობისთვისაც
ნაკრებში შედის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა, რომელიც თავსდება საწველის კორპუსზე
არ შეიცავს BPA
არ შეიცავს PVC
არ შეიცავს ფტალატებს
Haakaa - Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი & ბოთლის საწოვარა უზრუნველყოფს რძის უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას. მრავალფუნქციური ბოთლი სრულიად თავსებადია Gen.3 თაობის სხვადასხვა ნაწილებთან. ბუნებრივი საწველი თავი მარტივად ნაცვლდება ანტიკოლიკური საწოვარით, რომელიც ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. მოსახერხებელი და პორტატიული დიზაინი კი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას, როგორც ყოველდღიურად, ასევე მოგზაურობისას.
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი.
თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს.
რჩევა: საწველის გამოყენება შესაძლებელია ბავშვის კვების პარალელურად. დაიფიქსირეთ საწველი მეორე მკერდზე და დარწმუნდით, რომ კარგადაა დამაგრებული, რათა ბავშვის მოძრაობამ არ ჩამოაგდოს იგი.დარწმუნდით, რომ საწოვარა მჭიდროდ არის დაფიქსირებული, რათა თავიდან აირიდოთ რძის გადმოღვრა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.