უფასო მიწოდება
Farmina
Vet Life ჰიპერპრემიუმ კლასის, 100% ნატურალური, უნიკალური ვეტერინარული ხაზია. აღნიშნული პროდუქტი, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს, ხელს უწყობს გულის ფუნქციონირებას. რეკომენდებული დრო: საწყის ეტაპზე 6 თვემდე.
არომატი: იფქლი, შვრია
წონა: 2 კგ
იფქლი, შვრია, ქათმის გამომშრალი ცილა, ქათმის ცხიმი, თევზის ცხიმი, სელის თესლი, სიმინდის გლუტენი, ჰიდროლიზებული თევზის ცილა, გამომშრალი კვერცხი, დეჰიდრირებული თევზის ცილა, ბარდის ბოჭკო, გამომშრალი ჭარხლის რბილობი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის კარბონატი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები, საფუარის ექსტრაქტი (მანოოლიგოსაქარიდების წყარო), კალციუმის მონოჰიდროფოსფატი, გამომშრალი ლუდის საფუარი. დანამატები თითო კილოგრამზე: საკვები დანამატები: ვიტამინი A 15000UI; ვიტამინი D3 900UI; ვიტამინი E 600 მგ; ვიტამინი C 150 მგ; ნიაცინი 38 მგ; კალციუმ D პანტოთენატი 15 მგ; ვიტამინი B2 7.5 მგ; ვიტამინი B6 6 მგ; ვიტამინი B1 4.5 მგ; ბიოტინი 0.4 მგ; ფოლიუმის მჟავა 0.45 მგ; ვიტამინი B12 0.06 მგ; ქოლინის ქლორიდი 2500 მგ; ბეტა-კაროტინი 1.5 მგ; თუთია (თუთიის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 174.6 მგ; მანგანუმი (მანგანუმის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 68 მგ; (რკინა, რკინა (II), გლიცინის ჰიდრატის ქელატი) 43.1 მგ; სპილენძი (სპილენძის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 2.4 მგ; სელენი (სელენიზირებული ინაქტივირებული საფუარი) 0.14960 მგ; იოდი (კალციუმის იოდატის ანჰიდრატი) 1.56 მგ; L-ლიზინ-მონოჰიდროქლორიდი, ტექნიკურად სუფთა 4500 მგ; DL-მეთიონინი, ტექნიკურად სუფთა 5000 მგ; ტაურინი 2500 მგ; L- კარნიტინი 450 მგ. ორგანოლეპტიკური დანამატები: მწვანე ჩაის ექსტრაქტი 100 მგ, ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთიდან 10მგ. ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი ცილა 24.00%; ნედლი ცხიმი 18.00%; ნედლი ბოჭკო 3.40%; ნედლი მინერალები 6.90%; კალციუმი 0.75%; ფოსფორი 0.55%; ნატრიუმი 0.15%; კალიუმი 0.70%; მაგნეზიუმი 0.10%; ომეგა 3 0.90%; ომეგა 6 3.50%; EPA 0.25%; DHA 0.30%. ენერგეტიკული ღირებულება: M.E. (CEN) 3935 კკალ/კგ - 16.47 მჯ/კგ.
Farmina იტალიური, ნუტრიციული კომპანიაა, ცხოველის საკვების წარმოების 50 წლიანი გამოცდილებითა და 60-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტით.
Farmina-ს ყველა ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არაგენმოდიფიცირებულია. Farmina-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს. თითოეული გამოყენებული ნედლეული მოპოვებულია ფრთხილად შერჩეული და სერთიფიცირებული, საუკეთესო ხარისხის მეურნეობებიდან.
Farmina გამორჩეულია როგორც წარმოების უნიკალური ტექნოლოგიით (ორხრახნიანი ექსტრუდერი, წივი დაწნეხვის ტექნოლოგია, შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში და ზუსტად დროული მიწოდება), ასევე საკუთარი პასუხისმგებლობით გარემოს მიმართ (Farmina არ იყენებს BPA-ს (სამრეწველო ქიმიკატებს), მოიხმარს მხოლოდ გადამუშავებულ ქილებს (სველ კვებაში) და სატყეო რესურსის მდგრადი მართვით წარმოებულ ქაღალდს).
Farmina-ს საკვები ფორმულების შექმნაზე მუშაობს Farmina Vet Research: პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც აქვთ უმაღლესი დონის ექსპერტთა კვალიფიკაცია ნუტრიციოლოგიის, ვეტერინარიისა და საკვების ფორმულების შემუშავების დარგში. აღნიშნული გუნდი მუდმივად მუშაობს კვლევებზე, ფედერიკო II-ის სახელობის, ნეაპოლის უნივერსტეტის, ცხოველთა ნუტრიციულ კათედრასთან ერთად.
Farmina-ს კომპანიონ ცხოველებზე განხორციელებული ყველა კვლევა ტარდება Cruelty free მიდგომით.
Farmina არის პირველი, რევოლუციური კომპანია, რომელმაც შექმნა და დანერგა კომპანიონი ცხოველების ნუტრიციული კონსულტაცია და რომელიც არის სრულიად უფასო Farmina-ს ყველა მომხმარებლისთვის.
Farmina Academy-ს მიერ სერთიფიცირებული ნუტრიციოლოგ-კონსულტანტის მუდმივი მხარდაჭერა შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოშიც.
Farmina, Vet Life ჰიპერპრემიუმ კლასის, 100% ნატურალური, უნიკალური ვეტერინარული ხაზია. აღნიშნული პროდუქტი, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს, ხელს უწყობს გულის ფუნქციონირებას. რეკომენდებული დრო: საწყის ეტაპზე 6 თვემდე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.