კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
DRS სახის მეზოროლერი Pink & BlackDRS სახის მეზოროლერი Pink & Black
DRS სახის მეზოროლერი Pink & Black

უფასო მიწოდება

21.00
DRS სახის მეზოროლერი Pink & Black  drs sakhis mezoroleri pink & black - ვარიაცია 1 DRS სახის მეზოროლერი Pink & Black  drs sakhis mezoroleri pink & black - ვარიაცია 1
DRS სახის მეზოროლერი Pink & Black  drs sakhis mezoroleri pink & black - ვარიაცია 2 DRS სახის მეზოროლერი Pink & Black  drs sakhis mezoroleri pink & black - ვარიაცია 2

DRS სახის მეზოროლერი Pink & Black

ID: 9870031

DRS

 

DRS მეზოროლერი Pink & Black

 

სახე & სხეული

 

ეფექტურია ოპერაციის & აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ

 

ამცირებს ნაოჭების სიღრმეს & რაოდენობას

 

ამკვრივებს & ათანაბრებს სახის ფერს

 

ამცირებს თვალების ქვეშ წრეებს

 

აღადგენს სახის ოვალს

 

ავიწროვებს ფორებს

 

ზომა: 4.5 x 17.2 x 4 სმ

 

ტიტანის მიკრონემსების სიგრძე: 0.3 მმ

 

მიკრონემსების რაოდენობა: 540

21.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

DRS მეზოროლერი Pink & Black

მეზოროლერი კანის მოვლის ეფექტური ინსტრუმენტია და გამოიყენება სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების მასაჟისთვის. მეზოროლერი წარმოადგენს პლასტიკური ქირურგიის, ლაზერული კორექციის და პილინგების საუკეთესო და მარტივ ალტერნატივას. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია არა მარტო თვალსაჩინო შედეგებით, არამედ სამეცნიერო კვლევებითაც. მეზოროლერის ეფექტურობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: მიკრონემსების საშუალებით კანში ჩნდება მიკროარხები. შედეგად, 90%-ით იზრდება კანის მიერ შრატებისა და სამკურნალო საშუალებების ათვისება; ააქტიურებს კანში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს; უმჯობესდება კანის სისხლით, შესაბამისად, ჟანგბადითა და ნუტრიენტებით მომარაგება. გამოიყენება ოპერაციის და აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ, ნაოჭების პროფილაქტიკისთვის და კანის რელიეფის გასათანაბრებლად. ამკვრივებს ეპიდერმისს, ავიწროვებს ფორებს და აღადგენს სახის ოვალს. პროდუქტის ზომა: 4.5x17.2x4 სმ. ტიტანის მიკრონემსების სიგრძე: 0.3 მმ. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი და არასდროს გამოგიყენებიათ სახის კანზე მეზოროლერი, გირჩევთ დაიწყოთ 0.25 მმ-ით. მიკრონემსების რაოდენობა: 540.

 

მეზოროლერის გამოყენების წინააღმდეგჩვენებები:

 

რესპირატორული ინფექციები (ნებისმიერი გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - სისუსტე, ტემპერატურა, ხველა, გამონადენი ცხვირიდან);

ჰერპესის ვირუსის გამწვავების ფაზა;

ეპილეფსია;

ტკივილის დაბალი ზღვარი;

კანის დაავადებები - ნებისმიერი დერმატიტი, ფსორიაზი;

კანის ტრავმები - ნაფხაჭნი, ჭრილობა, გამონაყარი, აქტიური აკნე;

კუპეროზი - მხოლოდ კოსმეტოლოგთან კონსულტაციით;

ანტიკოაგულანტების მიღება, სისხლის შედედების უნარის დარღვევა;

მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისკენ;

სომატური დაავადებები - არაკომპენსირებულ სტადიაში;

ონკოლგიური დაავადებები ანამნეზში;

ორსულობა, ლაქტაცია.

გამოყენების წესი

გაისუფთავეთ სახე. სასურველია ქაფით და ტონიკით გაწმენდის შემდეგ სახე გაიწმინდოთ ქლორჰექსიდინით, მირამინსტინით ან ნებისმიერი უალკოჰოლო (უსპირტო) ანტისეპტიკური ხსნარით; უშუალოდ გამოყენების წინ, გაასუფთავეთ მეზოროლერი, დაამუშავეთ ქლორჰექსიდინით - 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ხსნარში; გაატარეთ მეზოროლერი მასაჟის ხაზებზე 5-10-ჯერ ყველა მიმართულებით - ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, ირიბად. მიმართულების შეცვლისას მეზოროლერი აუცილებლად მოაშორეთ კანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ კანზე შემოტრიალებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ტრავმირება. მთლიანი პროცედურა გრძელდება 5-7 წუთი.

პროცედურის შემდეგ სახეზე დაიტანეთ სასურველი სახის კრემი ან ნიღაბი. შესაძლებელია პანთენოლის შემცველი კრემის გამოყენებაც; ნუ ჩაიტარებთ კვირაში 1-2 პროცედურაზე მეტს.

პროცედურის შემდეგ კანი შეწითლებულია და მგრძნობიარე. სასურველია პროცედურის ჩატარება საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე;

თუ იყენებთ 0.2-0.3 მმ-ზე მეტი სიგრძის ნემსებს, შრატი უნდა იყოს აუცილებლად ამპულირებული და სტერილური. სხვა შემთხვევაში, დასაშვებია ნებისმიერი შრატის გამოყენება;

ნუ ასცდებით ორბიტის ძვლის ხაზს. დაუშვებელია მეზოროლერის გამოყენება უშუალოდ ქუთუთოების კანზე და ტუჩებზე;

მეზოროლერის დავარდნის შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს მისი მიკრონემსები, რაც გამოიწვევს კანის ტრავმირებას, ამიტომ აპარატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს;

პროცედურიდან 5-7 დღის მანძილზე (სეზონის მიუხედავად) აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება;

პროცედურის შემდგომ აკრძალულია ცხელი აბანოს, საუნის, სოლარიუმის გამოყენება.

შენახვის წესი

გარეცხეთ მეზოროლერი გამდინარე წყალში, გააშრეთ ჰაერზე, დაამუშავეთ სპირტით და შეინახეთ თავის ყუთში. მეზოროლერი არის მხოლოდ ინდივიდუალურად გამოსაყენებელი საშუალება. ერთ მეზოროლერს იყენებს მხოლოდ 1 ადამიანი. მეზოროლერის ნემსები დროთა განმავლობაში ბლაგვდება. ერთი როლერი ყოფნის 6-10 პროცედურას, შემდგომ აუცილებელია შევცვალოთ იგი.

დამატებითი მახასიათებლები

დატენიანება

  • ბრენდიDRS
  • კანის ტიპიყველა ტიპი
  • დანიშნულება-პრობლემალაქები, ფორები, წვრილი ხაზები-ნაოჭები, მუქი წრეები, არაერთგვაროვანი კანის ფერი
  • სქესიუნისექსი
  • პროდუქტის ტიპიმეზოროლერი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.