უფასო მიწოდება
გსურთ განახორციელოთ კრისტალურად სუფთა ზარები? მაშინ Defunc True Talk თქვენთვისაა. Pure Voice™️ ძვლის გამტარი სენსორის ტექნოლოგიით, ეს ყურსასმენები გრძნობენ თქვენი ყბის მოძრაობის ვიბრაციას საუბრისას, ხოლო გარემო ხმაურის ჩახშობის რეჟიმი, გამოარჩევს თქვენს ხმას გარე მიკროფონის მიერ მიღებული ყველა სხვა ხმიდან და გადასცემს მას თანამოსაუბრეს კრისტალურად სუფთად, ფონური ხმაურის გარეშე.
Defunc True Talk ყურსასმენებს აქვს Bluetooth 5.2 -ის უახლესი ვერსია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Bluetooth LE Audio: სტანდარტი, რომელიც აუმჯობესებს ხმის ხარისხს და ენერგოეფექტურობას აუდიო ფუნქციებისთვის დაკავშირებული ყველა მოწყობილობისთვის. ყურსასმენები თავსებადია ყველა მოწყობილობასთან, რომელიც მხარს უჭერს Bluetooth ტექნოლოგიას (სმარტფონი, ჭკვიანი საათი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი და ა.შ.), მიუხედავად მწარმოებლისა და ოპერაციული სისტემისა.
ყურსასმენებს აქვს სენსორული კონტროლი და ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა. მარცხენა ეარბადზე სამმაგი კლიკით შეძლებთ ხმოვანი ასისტენტის გააქტიურებას და სმარტფონის ამოღების გარეშე, თქვენს ნაცვლად შეასრულებს ნებისმიერ მოქმედებას.
Defunc True Talk უსადენო ყურსასმენების უნიკალური, ერგონომიული MultiTip დიზაინი შექმნილია მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით და სრულიად კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში ტარებისთვის.
IPX4 წყალგამძლეობის რეიტინგი აქვს, შესაბამისად Defunc True Talk შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ წვიამიან ამინდში ან ვარჯიშის დროს.
2015 წლიდან მზარდი შვედური ბრენდი Defunc სკანდინავიური დიზაინისა და საგულდაგულოდ შერჩეული ფუნქციების გაერთიანებით ქმნის პროდუქციას მომხმარებლის აუდიო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მშობლიური ქალაქ სტოკჰოლმიდან, შვედები მსმენელს მაღალი ხარისხის აუდიოტექნიკას სთავაზობენ, რათა მათ არჩევანის გაკეთება მაქსიმალურად გაუადვილდეთ.
მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად, Defunc ყურსასმენებს სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით ქმნის და პროდუქციას შემდეგ კატეგორიებში ანაწილებს - MUSIC, TALK, SPORT და HYBRID. ბრენდი ყურსასმენების გარდა, აწარმოებს სტერეო დინამიკებსა და სპიკერებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.