უფასო მიწოდება
Davroe Repair Travel სასაჩუქრე ნაკრები
Repair Senses აღმდგენი შამპუნი 100 მლ
Repair Senses აღმდგენი თმის კონდიციონერი 100 მლ
სახის & სხეულის გამწმენდი გელი 100 მლ
Luxe Leave In ყოველდღიური თმის დამცავი ნიღაბი 50 მლ
Fortitude Therapy თმის აღმდგენი ბალმი 50 მლ
კოსმეტიკის ჩანთა
რეკომენდირებულია ყველა ტიპის თმისთვის
არ შეიცავს სულფატებს
არ სეიცავს პარაბენებს
ვეგანური
Repair Senses აღმდგენი შამპუნი ეფექტურად ასუფთავებს თმას და კვებავს მას საჭირო ნივთიერებებით. აღადგენს ქიმიურად დამუშავებულ, დასუსტებულ თმას. ფორმულაში შემავალი მცენარეული პროტეინები აძლიერებს თმის ღერებს და ხელს უშლის მტვრევას. ბრინჯის და კვინოას ამინომჟავები ამცირებს ცვენას. უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და იცავს თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. არბილებს და ანიჭებს ელასტიურობას.
Repair Senses აღმდგენი თმის კონდიციონერი აღადგენს ქიმიურად დამუშავებულ, დასუსტებულ თმას. ფორმულაში შემავალი მბრინჯის ცილა და ხორბლის ამინომჟავები აძლიერებს თმის ღერებს, ხელს უშლის მტვრევას და ამცირებს ცვენას. დამატენიანებელი ინგრედიენტები ინტენსიურად არბილებს თმას. შეიცავს ავსტრალიური ჰიბისკუსს, რომელიც მდიდარია C ვიტამინით და ცნობილია ჯანსაღი თმის ზრდისთვის. უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. მშრალ, მტვრევად თმას ანიჭებს ელასტიურობასა და ჯანსაღ იერს.
სახის & სხეულის გამწმენდი გელი ეფექტურად წმენდს კანს და უნარჩუნებს მას ბუნებრივ ტენიანობას. ხელს უშლის ეპიდერმისის სიმშრალეს, უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და იცავს კანს გარემოს მავნე ზემომქედებისგან. ებრძვის დაბერების ნიშნებს, აღადგენს და ამშვიდებს ეპიდერმისს. არ შეიცავს საპონს.
Luxe Leave In ყოველდღიური თმის დამცავი ნიღაბი წარმოქმნის უცხიმო ბარიერს, შედეგად იცავს თმას ულტრაიისფერი სხივებისგან და გარემოს სხვადასხვა დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მისი მსუბუქი ფორმულა იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის. შეიცავს მანგოს თესლს, რომელიც გამდიდრებულია ვიტამინებით და ამინო მჟავებით. არბილებს, აჯანსაღებს და ხდის თმას უფრო მორჩილს. ალოე ვერა და შიის კარაქი უნარჩუნებს თმას ჰიდრატაციის ოპტიმალურ დონეს. მყისიერად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს. რეკომენდირებულია საცურაო აუზში ცურვამდე, რათა დაიცვას თმის ფერი და თმა ქლორით დაზიანებისგან.
Fortitude Therapy თმის აღმდგენი ბალმი უზრუნველყოფს ბოლოჭამიების წარმოქმნის პრევენციას და აღადგენს გაყოფილ ბოლოებს. ფორმულაში შემავალი ველური ფორთოხლის და თეთრი კვიპაროსის ექსტრაქტები, აძლიერებს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ზრდას. აქვს სასიამოვნო სურნელი, რომელიც გაჯერებულია მუქი ქარვისა და ჯანჯაფილის ნოტებით.
Repair Senses აღმდგენი შამპუნი დაიტანეთ თმაზე და კარგად ააქაფეთ. გაიჩერეთ 2-5 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ და გაიმეორეთ საჭიროების შემთხვევაში.
Repair Senses აღმდგენი თმის კონდიციონერი შამპუნის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ მცირე რაოდენობით თმაზე, გაიჩერეთ 2 წუთი და ჩამოიბანეთ.
სახის & სხეულის გამწმენდი გელი დაიტანეთ სველ კანზე, გადაინაწილეთ მსუბუქად და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
Luxe Leave In ყოველდღიური თმის დამცავი ნიღაბი დაიტანეთ სველ ან მშრალ თმაზე და არ ჩამოიბანოთ. ყოველთვის დაიტანეთ ცურვის წინ თმის ძირებიდან მთელ სიგრძეზე.
Fortitude Therapy თმის აღმდგენი ბალმი შამპუნის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ სუფთა, ნოტიო თმაზე. გადაინაწილეთ შუა სიგრძიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. თავდაპირველად პროდუქტი გამოიყენეთ მიყოლებით 5-ჯერ, შემდეგ კი კვირაში ერთხელ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.