უფასო მიწოდება
•შოტლანდიური შერეული ვისკი დაძველებით.
•ტექნოლოგია: ყოფილი ბურბონის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 40%.
•ქვეყანა: შოტლანდია.
•რეგიონი: შპეისაიდი.
•არომატი: მწვანილი, წიწაკა, თაფლი, ბაღის ხილი.
•გემო: ვაშლი, ვანილი, თხილი, ტოფი.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: ქარვისფერი.
•დაძველება: 12-წლიანი.
•მოცულობა: 1 ლ.
Chivas Regal 12 Years Old შოტლანდიური ბლენდური ვისკია 12-წლიანი დაძველებით, რომლის რეცეპტიც 1801 წელს შეიქმნა და დღემდე იწარმოება. მას აქვს კრემოვანი, მდიდარი გემო მწიფე თაფლიანი ვაშლის, ვანილის, თხილისა და ტოფის ელფერით. არომატი გაჯერებულია ველური მწვანილის, ყურძნის, თაფლისა და ბაღის ხილის სასიამოვნო ნოტებით. ეს ვისკი იდეალური დაიჯესტიფია და ძალიან უხდება სიგარას. სასმელს აქვს მოპოვებული ისეთი მნიშვნელოვანო ჯილდოები, როგორიცაა, მაგალითად, ოქროს მედალი მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ალკოჰოლური კოქტეილების კონკურსზე, ვერცხლის მედალი სან ფრანცისკოს ალკოჰოლური სასმელების დაჯილდოებაზე და ა.შ.
Chivas Brothers დაარსდა 1801 წელს ორი ძმის, ჯონ და ჯეიმს ჩივასების მიერ. თავდაპირველად ისინი ყიდიდნენ მრავალ დელიკატესს მთელი მსოფლიოდან, იქნებოდა ეს ძვირადღირებული ყავა, სანელებლები, ოკნიაკი, რომი კარიბის ზღვის რეგიონიდან და სხვა, თუმცა შოტლანდიაში ვერ იპოვეს ვისკი, რომელიც მათ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, თავიანთი ხელით შეექმნათ საკუთარი მაღალი ხარისხის ვისკი. ახალი სასმელი ელვის სისწრაფით მოედო შოტლანდიას და მაღალი ფენის საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.მე-20 საუკუნის დასაწყისში ძმებმა ჩივასებმა გადაწყვიტეს მაღალი ასაკის ვისკის წარმოება აშშ-ში საექსპორტოდ, სადაც სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის გამო დიდი მოთხოვნა იყო ფუფუნების პროდუქტებზე. ვისკის ამ სახეობას ერქვა Chivas Regal 25 და იყო შოტლანდიური ვისკის წამყვანი ბრენდი ამერიკულ ბაზარზე, სანამ 1920 წელს აკრძალვა შევიდა ძალაში. აკრძალვის გაუქმების შემდეგ Chivas დაბრუნდა ამერიკულ ბაზარზე Chivas Regal 12-ის სახელით. ის გახდა ეპოქის სტილის სასმელი. დღეს კომპანია Pernod Ricard-ის მფლობელობაშია და აქტიურად აგრძელებს ვისკის წარმოებას.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.