უფასო მიწოდება
Amvilab ბონექსი
ბონექსი წარმოადგენს კალციუმის, ვიტამინი D3 & მაგნიუმის კომბინირებულ პრეპარატს
არეგულირებს კალციუმისა & ფოსფორის ცვლას ორგანიზმში
ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) & აუმჯობესებს მის სიმკვრივეს
60 ტაბლეტი
წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები).
კალციუმის, ვიტამინ D3-ის და მაგნიუმის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს.
ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
მაგნიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას ძვლოვან ქსოვილში, აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას და მინერალიზაციას.
დანიშვნის ჩვენება:
კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ინტენსიური ზრდის პერიოდი
მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
ხანდაზმული ასაკი
კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე,
კალციუმი (კარბონატი) - 333 მგ.
მაგნიუმი (ოქსიდი) - 167 მგ.
მინერალების ნაზავი - 17 მგ.
მიიღება თითო ტაბლეტი 3 -ჯერ დღეში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.