კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
4 რომანი4 რომანი
4 რომანი

უფასო მიწოდება

12.4019.00-35%
4 რომანი
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

4 რომანი

ID: 9789941312380
4 რომანი  4 romani4 რომანი  4 romani

გამოცემის წელი: 2020

გვერდების რაოდენობა: 622

ISBN: 9789941312380

გამომცემლობა: ინტელექტი

12.4019.00-35%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ბუნკერი
დარეკე! დაუბარე!-35%
შენთან უშენოდ-35%
ანოტაცია

"ეს წიგნი, რომელშიც ოთხმა რომანმა მოიყარა თავი, თამაზ ჭილაძის შემოქმედებით ბიოგრაფიადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. მასში სრულიად თვითმყოფადი, ღრმა და საინტერესო მხატვრული სამყაროა გაცხადებული. ამ სამყაროში, როგორც ღია სცენაზე, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შლეიფივით მოყვებათ თავიანთი წილი დრო, ეპოქა, ტკივილი და მარტოობა, მარადისობის წინაშე კრძალვაც და შიშიც... თამაზ ჭილაძის მხატვრული დრო კონკრეტულიცაა და აბსტრაქტულიც. ეპოქა საცნაურდება კონკრეტული მოვლენებითაც და იმ მიღმიერი შინაარსითაც, რომელსაც მწერალი ქრონიკის, ინფორმაციის, ისტორიის მიღმა ხედავს. სწორედ აქ შემოდის მთავარი აქტორი – სევდა, თამაზ ჭილაძის შემოქმედებისთვის ასეთი ბუნებრივი და ასეთი ქმედითი – ეგზისტენციური სევდა, ადამიანსა და ბუნებას (კოსმიურ წესრიგს) შორის გაწყვეტილი კავშირით, დაკარგული სამოთხის მონატრებით და მოლოდინით დამუხტული. ამ წიგნებში შეხვდებით შეშლილებს, რომელთაც სიყვარულის საძებნელად გაუწევიათ და ხეტიალში ჩაკარგულან, დაუბადებლად წიაღშივე ჩამპალი სიცოცხლის ნაყოფით; აქ ადამიანური ბუნების, ურთიერთობების სირთულე ხანდახან დანაშაულამდე მიდის, დანაშაული კი სამართალს ითხოვს... კონფლიქტის ტემპორიტმი საგულისხმო აქცენტია თამაზ ჭილაძის რომანებში – ის არაა ხმაურიანი, ქარცეცხლიანი, არამედ საგანგებოდ, ოსტატურად შერჩეული ნახევარტონებით, უჩვეულო სიმშვიდით და მძიმე ინტიმით ვითარდება, თითქოს ავტორის სურვილია, ჯერ მიიჩვიოს მკითხველი, დაატყვევოს და სრულყოფილად ჩართოს ტექსტის ატმოსფეროში, გახადოს მისი თანამონაწილე და დაასწროს საბედისწერო რიტუალს. „ჩამავალი მზის სხივი“ – ასე ჰქვია ერთ-ერთ რომანს და თამაზ ჭილაძის შემოქმედებაც, მთლიანობაში სწორედ ამ მხატვრულ ტონალობაშია გადაწყვეტილი – ჩამავალი მზის, დიდი დროის დასალიერის, ცის და დედამიწის შეხვედრის და იდუმალი ღამის მოლოდინის ტონალობაში. ოღონდ, ეს ღამეც მზის ენერგიით რომ იქნება დამუხტული, მასშიც რომ მზის მეტაფორა დაიუნჯებს, როგორც უდაბნოში – წყალი, ამ აზრს ემსახურება ყველაფერი, ყველა მოვლენა, პერსონაჟთა ბედისწერა, მწერლის პოზიცია..." - ნინო სადღობელაშვილი.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი თამაზ ჭილაძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 622
  • ფორმატი 145 x 205 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2020
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.