უფასო მიწოდება
საახალწლო სუფრა "უცნობი გალაკტიონი". გადასაფარებელი აღმოგაჩენინებთ გალაკტიონის სრულიად უცხო მხარეს. გააწყვეთ თქვენი სადღესასწაულო მაგიდა ქართული ორნამენტებით გაფორმებული სუფრით და გახადეთ განსაკუთრებული. 8-10 კაციანი მაგიდისთვის.
ზომა: 210 x 140 სმ
მასალა: 100% ბამბა
რეკომენდებულია სარეცხ მანქანაში 40-95 °გრადუსამდე
აღმოგაჩენინებთ გალაკტიონის სრულიად უცხო მხარეს. შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ პოეტი ხატავდა. სუფრის დიზაინი კი სწორედ ამ მისტიკურ, მხატვრულ სამყაროში შეგახედებთ.
დიზაინში შეიგრძნობა მისი სურეალისტური ხელწერა, სადაც ფორმები და ფერები ერთმანეთს ერწყმის და პოეტურ, არარეალურ განზომილებებს ქმნის.
სუფრაზე წარმოდგენილია:
გალაკტიონის ცხოვრებისეული და პოეტური მოტივები;
ტაეპები მისი გამორჩეული და გენიალური ლექსებიდან, რომლებიც სუფრის კანტს გასდევს წარწერებად;
ყვავილები და ალუბლები – მისი პოეზიის მარადიული შთაგონება;
ტიციანის პორტრეტები და გალაკტიონის ავტოპორტრეტი.
ამ სუფრასთან გატარებული ყოველი საღამო პოეზიასა და სულიერ სამყაროში მოგზაურობაა, სადაც სიტყვები ფერებად იქცევა, ხოლო ფერები – განწყობებად და ფორმებად.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სუფრის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა (90-95 გრადუსი). მრავალჯერადი გარეცხვის პირობებში, ქსოვილი არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.
კომპანია “ძველი სუფრა” 1998 წლიდან ქართულ ტრადიციულ სუფრებს აწარმოებს. თუმცა, მისი რებრენდინგი 2020 წლის აგვისტოში განხორციელდა და მას მერე სწრაფი ტემპით ვითარდება.
კომპანიის მისია თავდაპირველად ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის აღდგენა, მისი ტრადიციული წესით დამზადება და პოპულარიზაცია იყო. რებრენდინგის პროცესში კი, არსებული საქმიანობის პროფილი გაიზარდა, გაციფრულდა და ქართული ორნამენტის მოტივებზე სხვადასხვა სახლის აქსესუარები შეიქმნა.‘’ძველი სუფრის’’ მიზანია ქართული ტრადიციის გაგრძელების გარდა, ქართული სუფრა თანამედროვეობაზე მორგებულიც გახადოს. ამის მიღწევას კი ახალი ცოცხალი ფერებითა და დიზაინებით ცდილობს.
ამ ეტაპზე ბრენდი ორი მიმართულებით ოპერირებს:
1. ლურჯი სუფრების პირვანდელთან მიახლოებული ან თავდაპირველი სახით აღდგენა;
2. სრულიად ახალი დიზაინის სახლის აქსესუარების შექმნა, ქართული მრავალფეროვანი ორნამენტის მოტივებზე.
ბრენდის პროდუქცია ტრადიციულ სუფრებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს, კედლის პანოებსა და პლედებს აერთიანებს, რომელიც 100% ბამბის, უმაღლესი ხარისხის ქსოვილით არის დამზადებული.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.