კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
პერეკატასტროიკაპერეკატასტროიკა
პერეკატასტროიკა

უფასო მიწოდება

15.00
პერეკატასტროიკა

პერეკატასტროიკა

ID: 9789941848919
პერეკატასტროიკა  perekaTasTroikaპერეკატასტროიკა  perekaTasTroika

გამოცემის წელი: 2022

გვერდების რაოდენობა: 323

ISBN: 9789941848919

გამომცემლობა: ალონი

15.00

უფასო მიწოდება
ანოტაცია

გივი მარგველაშვილი (1927 ბერლინი - 2020 თბილისი), გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის ეს წიგნი - "პერეკატასტროიკა" - დროის მოწმის ჩანაწერები, 1988-1993 - იწერებოდა გერმანულად თბილისსა და ბერლინში. წიგნი წარმოადგენს პროცესების უშუალო და ყურადღებიანი დამკვირვებლის პირად ჩანაწერებს მეოცე საუკუნის მსოფლიოში მომხდარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხის - "პერესტროიკისა" და მის შემდგომდროინდელ მოვლენათა შესახებ.

 

გივი მარგველაშვილი, როგორც 1921 წელს რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოდან გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, ამ იდეის განხორციელების შანსებს განსაკუთრებით მძაფრად განიცდიდა და გულშემატკივრობდა. როგორც მწერალი და მოაზროვნე იგი მთელითავისი შემოქმედებით უმხედრდებოდა დიქტატურისა და ტოტალიტარიზმის ყოველგვარ გამოვლინებას და შესაბამისად, პერესტოიკასაც თავიდან იმედით შესცქეროდა.

 

ქართველი მკითხველი არ არის განებივრებული დოკუმენტური პროზის ამ სახეობით: ეპოქის მოწმის მიერ მის თვალწინ მიმდინარე მოვლენების აღწერითა და გააზრებით, რასაც დიდი ხნის შემდეგ აღდგენილ და შესწავლილ ისტორიასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ უამრავ მრავლისმეტყველ, ცოცხალ ცხოვრებისეულ ნიუანსს გვინარჩუნებს.

 

ჩანაწერები მოგვითხრობს აგრეთვე იმ გარდატეხაზე, რაც უშუალოდ მწერლის ცხოვრებაში ხდებოდა, როცა გერმანიაში დაბადებულ ავტორს მრავალი წლის შემდეგ იქ დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

 

წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი გივი მარგველაშვილი
  • ენა ქართული
  • ფორმატი 160 x 240 მმ
  • ორიგინალის ენა გერმანული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • გამომცემლობა ალონი
  • გვერდების რაოდენობა 323
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2022