კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მეფისტოფელიმეფისტოფელი
მეფისტოფელი

უფასო მიწოდება

34.95
მეფისტოფელი
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

მეფისტოფელი

ID: 9789941314568
მეფისტოფელი  mefisTofeliმეფისტოფელი  mefisTofeli

მთარგმნელი: დავით კაკაბაძე

რედაქტორი: ცისანა ნიკოლაიშვილი

გამოცემის წელი: 2022

გვერდების რაოდენობა: 464

ISBN: 9789941314568

გამომცემლობა: ინტელექტი

34.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ანოტაცია

„მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოში“, რომელიც აქტიურად გამოსცემდა გერმანულენოვანი ემიგრანტების ნაწერებს. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს რომანი ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული ნაწარმოებია. იგი მოგვითხრობს მსახიობ ჰენდრიკ ჰიოფგენის სულიერი დეგრადაციის ამბავს. სცენის აღიარებული ოსტატის ზომაგადასული პატივმოყვარეობა, კიდევ უფრო დიდი სახელისა და ფულის მოხვეჭისკენ სწრაფვა მას გადააწყვეტინებს, ეშმაკს (ანუ ხელისუფლებას) გაურიგდეს. ამ გარიგების შედეგად ჰიოფგენი ბერლინის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება და ერთხანს ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების გავლენიან ფიგურადაც იქცევა. ეს გარემოება დიდწილად უკავშირდება მის პირად ნაცნობობას ხელისუფლების რამდენიმე მაღალი რანგის ფუნქციონერთან, უწინარეს ყოვლისა კი თავად პრემიერმინისტრთან, რომელსაც ერთგვარად ეამაყება კიდეც ხელოვანთა წრის ცნობილ წარმომადგენლებთან „მეგობრობა“. ჰიოფგენი მხოლოდ გვიან ხვდება, რომ მეფისტოფელთან პაქტის დადებით „ხელისუფალთა მაიმუნად“, „მკვლელთა გამრთობ ტაკიმასხარად“ იქცა. ამ ნაწარმოების მნიშვნელობა არ ამოიწურება მხოლოდ მისი მაღალმხატვრული ღირსებით - იგი მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ნათქვამის დასტურად გამოდგება თუნდაც ის გარემოება, რომ რომანი რამდენიმე ათეულ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის თითქმის ყველა ევროპულ ენაზე). „მეფისტოფელის“ პირველი ქართული გამოცემა უდავოდ დიდი საჩუქარი იქნება არა მარტო გერმანული ლიტერარტურითა და მესამე რაიხის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის, არამედ წიგნის ყველა მოყვარულისთვისაც.

სპეციფიკაციები
  • ავტორი კლაუს მანი
  • მთარგმნელი დავით კაკაბაძე
  • რედაქტორი ცისანა ნიკოლაიშვილი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 464
  • ფორმატი 145 x 205 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2022
  • ორიგინალის ენა გერმანული
  • სერია 10 რომანი დიქტატურაზე
  • ავტორის წარმომავლობა გერმანია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.