კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ზღვარზეზღვარზე
ზღვარზე

უფასო მიწოდება

64.95
ზღვარზე
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ზღვარზე

ID: 9789941478222
ზღვარზე  zghvarzeზღვარზე  zghvarze

რედაქტორი: მარიამ წიბახაშვილი

გამოცემის წელი: 2018

გვერდების რაოდენობა: 112

ISBN: 9789941478222

გამომცემლობა: არტანუჯი

64.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ანოტაცია
მეგობრებო, თქვენ წინაშეა დროის მანქანა. ღვედები კარგად გადაიჭირეთ, მთლად სანაქებო გზები არაა: მაშ ასე, პირველად იყო მიტინგი, სხვა რამეები მერე გაჩნდა. ეს ხომ 90-იანი წლებია – ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ცეცხლმოკიდებულ საბურავებზე შემომწკრივებული ბირჟავიკები, მოკოლორიტო ძველი ბიჭები, სვისტოკიანი მილიციელები და ჰალსტუხიანი ქურდები, ხელიდან წასული ყაჩაღები და ფეხიდან წამოსული ჟრუანტელ(ებ)ი, ალტერნატიული პოეზია და მთლად ალტერნატიული როკი... პოლიტიკაც იყო. უფრო სწორად, ძირითადად, პოლიტიკა იყო. მამაჩემი მხრებზე შემისვამდა ხოლმე და მიტინგებზე დავყავდი. იყო დიდი შეძახილები, ყარაჩოხლური გამოსვლები, გაუ--მააარჯოს-ჯოს-ჯოს-ები, „გული გაიმაგრე, დავით“-ები და რაც მთავარია, გადაბმული, მონოტონური, ეგზალტაციური – ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! პოლიტიკის პაუზებს შორის ვცხოვრობდით კიდეც. თავისებურად, რასაკვირველია. მერე ტელევიზიები? თუმცა, არ ვარ დარწმუნებული მრავლ­ბითში უნდა ვიხმარო ეს სიტყვა თუ არა? ყოველ შემთხვევაში, მედიაპლურალიზმს რომ არ მიჰქონდა ქვეყანა, ეგ კარგად მახსოვს. უღმერთოდ ძერსკი კარატისტები (ვანდამი, ჩაკ-ნორისი, ბრუს ლიც ალაგ-ალაგ) მთელ უბანს ან კვარტალს ცემაში სულს ამოხდიდნენ და ბოლოს შეყვარებულთან ერთად საფირმო „ჰიააა“-ს ძახილით ხელსაც დაგვიქნევდნენ ეკრანებიდან. ვბაძავდით, გვიყვარდა... ჩაკიც, ვანიც, ბრუსიც და, თუ გაჭირ­დებოდა, დოლფ ლუნდგრენიც გვიყვარდა. იმ დროს სხვა ვინ უნდა გყვარებოდა! ტელევიზორში ან ეგენი იყვნენ ან მარკ რივკინი. ხოდა, გვიყვარდა ეგენი და არა რივკინი. ბოდიში, მარკ! სინამდვილეში, როცა 90-იანებს ვიხსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს თარიღი კი არა, სიმბოლოა, პირობითი ნიშანი, რომლითაც დროს კი არა, მდგომარეობას აღვნიშნავთ. უფრო ზუსტად, არასტაბილურად გარდამავალ მდგომარეობას. ამიტომაც, ჩემი გადმოსახედიდან, 90-იანი წლები დაიწყო 80-იან წლებში, ქრონოლოგიურად და ონტოლოგიურად გადაიკვეთა 90-იანებში და დასრულდა 2000 წელს. თუმცა, სანდო ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ვინც 90-იანები გამოიარა, იმათთვის ეგ დრო არ სრულდება. შევყევი. თუმცა, სხვანაირად არც გამოვიდოდა. გურამ წიბახაშვილის ეს ფოტოთრილერი „ზღვარზე“ ნამდვილი დროის მანქანაა, ბრუტალური 90-იანების სასტიკი გიდი. ერთი 90-იანებამდელი მწერალი კი ამბობს, „არავინ იცის იმაზე მეტი, რის პოვნაც საჯარო ბიბლიოთეკის თაროებზე არ შეიძლებაო“, მაგრამ მწერლებს ნუ ენდობით. გურამ წიბახაშვილის ობიექტივმა იცის იმაზე მეტი, რასაც ვერც ერთ საჯარო ბიბლიოთეკაში ვერ ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, 90-იანი წლების შესახებ ნამდვილად იცის, უეჭველად. - პაატა შამუგია წიბახასეული ხედვა მავანი ხვლიკისას ჰგავს – პერიფერიულია. ზოგიერთი სურათი იმგვარია, თითქოს შეტრიალებული თვალითაა დანახული – სიპ ქვაზე განაბული ხვლიკის თვალით... ეს ხვლიკი სასაფლაოზე ცხოვრობს. ჯოისის რომანში სასაფლაოს ანუ „ჰადესის“ ეპიზოდის განწყობილება თითქოსდა მთელს ფოტო-სერიას გასდევს. ამ სურათებში ყოველივეს სიკვდილის ნიღაბი ადევს. ურბანისტულ გარემოში კი სიკვდილს თავისებური მოქალაქეობა აქვს: აქ იგი აღარ გვევლინება სიცოცხლის განახლების ეტაპად, როგორც რომ სამიწათმოქმედო თუ სამონადირეო კულტურებში. სიკვდილი ქალაქში უპირველესად თავისთავადი და უპირობო ფენომენია, რომელიც ყველას ერთნაირად ითრევს თავის როკვაში – ამ როკვას ფარანდოლა ერქმის. წიბახაც სწორედ ფოტო-ფარანდოლას ქმნის... სახეთა ნაკადი სახეთა წარმავლობაზე მეტყველებს, მეტიც – თავად ეს ინდივიდუალური სახენი მეტყველებენ თავიანთ წარმავლობაზე. - ზურაბ ქარუმიძე
დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი გურამ წიბახაშვილი
  • რედაქტორი მარიამ წიბახაშვილი
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 112
  • ფორმატი 235 x 260 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2018
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.