უფასო მიწოდება
•თეთრი მშრალი ღვინო.
•ყურძნის ჯიში: ჩინური 65%, გორული მწვანე 35%.
•ტექნოლოგია: ქვევრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 11%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: ქართლი.
•არომატი: ქაცვი, ყვითელი ხილი, მწვანე ჩაი.
•გემო: სასიამოვნო მჟავიანობით, ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: მოოქროსფრო ქარვისფერი.
•წელი: 2021.
•მოცულობა: 750 მლ.
ნატურალური ქარვისფერი მშრალი ქვევრის ღვინო - ღვინო დაყენებულია ქვევრში, ხაშურის რაიონ სოფელ ფულევის ბიოლოგიურად სუფთა ვენახებში მოწეული ყურძნის ჯიში ჩინური 65%, გორული მწვანე 35%. დუღილი მიმდინარეობდა ქვევრში, ბუნებრივ საფუარებზე, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევების გარეშე, ჭაჭაზე 1 თვის დაყოვნებით, საიდანაც მივიღეთ მოოქროსფერო ქარვისფერი ღვინო, გამჭვირვალე იერით, რომელიც ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობით, ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. ქაცვის, ყვითელი ხილისა და მწვანე ჩაის ტონები კი მას საინტერესო ნიუანსებით ავსებენ. რეკომენდებულია მიირთვათ თევზთან, ფრინველის ხორცთან, სალათებთან და ყველათან ერთად. მიირთვით 14-16 გრადუსზე გაგრილებული.
"დო რე მი"-ს მარანი დაარსდა 2014 წელს. სამმა მეგობარმა გადაწყვიტა გაერთიანება და ქვევრში ნატურალური ღვინის დაყენება (მანამდე, წლების მანძილზე, ცალ-ცალკე აყენებდნენ ღვინოს, კასრებსა და ბოცებში). ამიტომ, მეგობრის სახლში, სოფ. გამარჯვებაში, განაახლეს და გააფართოვეს არსებული ძველი მარანი. დღესდღეობით მარანს შეუძლია მიიღოს და გადაამუშაოს 30 ტონამდე ყურძენი, რაშიც მათ ეხმარებათ და კონსულტაციას უწევს, მათი მეგობარი, გიორგი ბარისაშვილი. ოჯალეშის ვაზის ჯიში ვენახი გაშენებულია ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ოდიშსა და ახალსოფელში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.