უფასო მიწოდება
არმაზულის თავკვერი მზადდება სპეციალურად შერჩეული უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან, რომლის მოყვანისას მხოლოდ კონტაქტური დამცავი საშუალებები გამოიყენება. მოსავალი აღებულია 2018 წლის ოქტომბერში შიდა ქართლში, სოფელ ლამისყანაში. ღვინო ფერმენტირებულია ქვევრში, უძველესი ართული ტრადიციული მეთოდით, 6 თვიანი კონტაქტით ჭაჭასთან. თავკვერი 2018 არის გაუფილტრავი, ამიტომ შეიძლება ჰქონდეს ნალექი. შეიცავს მცირე რაოდენობით გოგირდს, რომელიც ბუნებრივად არის მიღებული ნიადაგიდან.
არმაზში, არმაზისხევისა და მტკვრის შესართავთან 1937-46 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა II-III საუკუნეების ქართლის სამეფოს ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი გამოავლინა. აქ აღმოჩენილი სარკოფაგები და კრამიტსამარხები უმდიდრეს განძს შეიცავდა. მათ შორისაა ვერცხლის თასი სიუხვის ქალღმერთის გამოსახულებით, რომელსაც ხელში უპყრია ყანწი, სავსე სხვადასხვა ხილით და ძირითადად ყურძნის მტევნებით, რაც არმაზში და საერთოდ ქართლის სამეფოში განვითარებულ მევენახეობაზე და ღვინის კულტის არსებობაზე მიუთითებს. აქვე აღმოჩენილია მარანი ქვევრებით, რაც დასტურია იმისა, რომ ქვევრის ღვინო ადგილზე იწარმოებოდა. ღვინის ძლიერი კულტის არსებობაზე ისიც მიუთითებს, რომ სარკოფაგების და კრამიტსამარხების გარდა მიცვალებულებს არმაზში ქვევრებშიც მარხავდნენ.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.