კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

მტვერსასრუტები

ხელის მტვერსასრუტი Philips FC6722/01 Cordless Stick Vacuum Cleaner Black/Red-31%
მტვერსასრუტი ETA 1517 90010 Stormy Car Vacuum Cleaner Black
მტვერსასრუტი ETA 0517 90000 Stormy Home Vacuum Cleaner Black/White
მტვერსასრუტი Karcher VC 2 Vacuum Cleaner White
მტვერსასრუტი ETA 351790000 Stormy Turbo Vacuum Cleaner Black/Red
ელექტრო ცოცხი Karcher KB 5 Electric Broom White-19%
199.00245.00
ელექტრო ცოცხი Karcher KB 5 Electric Broom White
მტვერსასრუტი Bosch BGC05AAA1 Bagless Vacuum Cleaner Purple-31%
მინის საწმენდი Karcher WV 2 Plus N Window Cleaner White
ხელის მტვერსასრუტი Karcher VC7 Cordless YourMax Vacuum Cleaner White
ორთქლის აპარატი Karcher SC 1 Steam Cleaner White
მტვერსასრუტი Karcher WD 3 Premium Vacuum Cleaner Yellow/Silver
მტვერსასრუტი Miele Blizzard CX1 SKCR3 Bagless Vacuum Cleaner White
ხელის მტვერსასრუტი Samsung JET 75 VS20B75ADR5/EV Handheld Vacuum Cleaner Silver-14%
20 პროდუქტის ჩვენება

მტვერსასრუტი საყოფაცხოვრებო ტექნიკას შორის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ნივთია. დროისა და ენერგიის დაზოგვა ამ მოწყობილობის დახმარებით მარტივად შეგიძლია. აღმოაჩინე ველიზე მტვერსასრუტების კატეგორია, შეარჩიე შენთვის სასურველი და შენაძენი 3 საათში შენს სახლში იქნება.


მტვერსასრუტები ველიზე


ველიზე კლასიკურ, ხელის, პორტატულ და რობოტ მტვერსასრუტებს შეხვდები. 


კლასიკური მტვერსასრუტი


კლასიკური მტვერსასრუტი ძირითადად შედგება ბორბლებზე დამაგრებული კორპუსისგან, რომელსაც აქვს მტვრის შემგროვებელი ტომარა და ჩაშენებული ძრავა, ხოლო კორპუსზე მიმაგრებულია შეწოვის მილი. 


ველიზე Miele-ს ბრენდის SKCR3 მოდელის მტვერსასრუტს შეხვდები. მოწყობილობის 1100 ვატიანი სიმძლავრე საშუალებას იძლევა სწრაფად და ეფექტურად დაასუფთაო ნებისმიერი ტიპის იატაკი და ხალიჩა. HEPA ჰიგიენური ფილტრი მარტივად უმკლავდება ნარჩენებს, მტვერსა და ალერგენებს. მტვერსასრუტის გადაადგილება კი 11 მეტრიანი რადიუსით არის შესაძლებელი.
Philips-ის ბრენდის FC8241/09 მოდელის მტვერსასრუტი ველიზე 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო. მოწყობილობის 900 ვატიანი სიმძლავრის მქონე ძრავა უწვრილესი ნაწილაკების მარტივ შესრუტვას უზრუნველყოფს. 9 მეტრიანი კაბელი შესაძლებლობას მოგცემს მტვერსასრუტი შეზღუდვების გარეშე გადააადგილო. 


ხელის მტვერსასრუტი


ხელის მტვერსასრუტი დაბალი სიმძლავრის კომპაქტური მოწყობილობაა, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ამ ტიპის მტვერსასრუტი იდეალურია ავტომობილისთვის, მის ადვილად გასაწმენდად ქვიშის, მიწის და სხვა წვრილი ნაწილაკებისგან. 


ველიზე Miele-ს ბრენდის Triflex Hx2 მოდელის ხელის მტვერსასრუტს შეხვდები. მოწყობილობას აქვს ძლიერი შესრუტვა და შესაძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერ ზედაპირზე: იატაკზე, ხალიჩაზე, რბილ ავეჯსა და თაროებზე. მტვერსასრუტი სადენიანი კავშირის გარეშეც მუშაობს. ეს ფუნქცია კი ავეჯის და ძნელად მისადგომი მაღალი თაროების გაწმენდაში დაგეხმარებათ. მოწყობილობა ერთი სრული დამუხტვით 31 წუთამდე მუშაობს. შეიძინე ხელის მტვერსასრუტი და გადაიხადე თანხა სასურველი ბანკის შენზე მორგებული პირობებით.


თუ ხმაურის დაბალი დონე შენთვის დასუფთავებისას მნიშვნელოვანია, მაშინ Xiaomi-ს ბრენდის DX700S მოდელის ხელის მტვერსასრუტი კარგი არჩევანია. 600 ვატის სიმძლავრით მოწყობილობა უზრუნველყოფს მცირე ნაწილაკების მარტივად შესრუტვას. მულტიფუნქციურ მტვერსასრუტს ასევე მოყვება 3 დამატებითი თავაკი სხვადასხვა ზედაპირისთვის, მათ შორის, იატაკის, ხალიჩის, თაროებისა და კლავიატურისთვისაც კი.


პორტატული მტვერსასრუტი

პორტატული მტვერსასრუტი მცირეგაბარიტიანი მოწყობილობაა, რომელსაც აქვს მხოლოდ კორპუსი და მილი, რაც თავის მხრივ ერთიან სტრუქტურას წარმოადგენს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ელექტროქსელიდან სადენის მეშვეობით, ასევე აკუმულატორით.


ველიზე Bosch-ის ბრენდის BHN161L-ის მოდელის პორტატულ მტვერსასრუტს აღმოაჩენ. მოწყობილობა უსადენოა და მისი გადაადგილება ნებისმიერ ადგილას შეუფერხებლად შეგიძლიათ. კონტეინერი მარტივად იხსნება, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ფილტრი მის წყლით გარეცხვას გაგიმარტივებს. მტვერსასრუტი სრულად იტენება 5 საათის განმავლობაში და მისი გამოყენება 40 წუთის მანძილზე შეგიძლია. მოწყობილობა იდეალურია მანქანის სალონის, სამუშაო მაგიდისა და მცირე ზომის ზედაპირების გაწმენდისათვის.


თუ ხმაურის დაბალი დონე და მშრალი ან სველი წმენდის რეჟიმია შენთვის პრიორიტეტული, მაშინ Sencor-ის ბრენდის SVC 190B მოდელის პორტატული მტვერსასრუტი იდეალური ვარიანტია. მოწყობილობა შეგიძლია გამოიყენო ავეჯის, ფარდების, თაროებისა და კლავიატურის გასაწმენდადაც. თუ სახლში ცხოველები გყავს Black+Decker-ის ბრენდის FSMH13E5-QS-ის მოდელის ორთქლის აპარატი, სახლის ანტიბაქტერიულ წმენდაში დაგეხმარება. 


რობოტი მტვერსასრუტი


რობოტი მტვერსასრუტები ჭკვიანი მოწყობილობებია, რომლებიც შესანიშნავად ინარჩუნებენ სისუფთავეს სახლში, აშორებენ მტვერს და მცირე დამაბინძურებლებს მათთვის მისაწვდომ ადგილას. 
თუ მტვრის ნაწილაკების განადგურება მიუღწეველ ადგილებში გსურს, მაშინ Miele-ს ბრენდის Scout RX 3 მოდელის რობოტი მტვერსასრუტი შენთვისაა. მოწყობილობას აქვს ინტელექტუალური ნავიგაცია: 2 წინა 3D კამერა უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტით ობიექტების ამოცნობას. მტვერსასრუტი ადვილად აღწევს ავეჯის ქვეშ არსებულ დაბალ სივრცეებში. მოწყობილობის კონტროლი აპლიკაციით, Google Alexa-ს მეშვეობით არის შესაძლებელი.


VELI.store-ზე ყველა ტიპის მტვერსასრუტის შეძენა შეგიძლია, ეს იქნება კლასიკური მტვერსასრუტები, რობოტი მტვერსასრუტები, ხელის თუ პორტატიული. აქ ნახავ საუკეთესო ბრენდებს გამორჩეული ხარისხით და უდიდესი არჩევანის მეშვეობით, იპოვი ზუსტად იმ მტვერსასრუტს, რომელიც შენი საუკეთესო პარტნიორი გახდება სისუფთავეზე ზრუნვის საქმეში. მოძებნე ონლაინ მტვერსასრუტი და მიიღე შეკვეთა უფასოდ პირდაპირ შენს კართან 3 საათში.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.