ხორცსაკეპი მანქანა სახლის მზარეულების საყვარელი ატრიბუტია, რადგან შინ გატარებული და დაკვირვებით მომზადებული ხორცი, ყოველთვის უფრო გემრიელი და გაცილებით უსაფრთხოა.
თუ გსურს შენი სამზარეულოსთვის საუკეთესო ხორცსაკეპი შეარჩიო, გაითვალისწინე რამდენიმე მახასიათებელი:
სიმძლავრე:
რაც უფრო მეტია ხორცსაკეპი მანქანის სიმძლავრე, მით უფრო სწრაფი და ეფექტურია მისი მუშაობა. მოდელები, რომელთა სიმძლავრეც 200 ვატიდან 700-მდე მერყეობს ოპტიმალურია საყოფაცხოვრებოდ, ხშირი მოხმარებისთვის. მსგავსი მონაცემის ხორცის გასატარებელი მანქანა ხასიათდება ერთი ან რამდენიმე სიჩქარით და ბიუჯეტური ღირებულებით. უფრო ძვირადღირებული მოდელები, რომელთა სიმძლავრე 800-2000 ვატია, ყველა ტიპის ხორცის სწრაფად და მარტივად გადამუშავებისთვის გამოდგება.
მასალა :
საკვების დასამუშავებელი მოწყობილობების უმეტესობა, სამზარეულოს კომბაინები და რა თქმა უნდა, მათ შორის ხორცსაკეპი მანქანებიც უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. მათი კორპუსი კი პლასტმასისაა.
ხორცის გასატარებელი მანქანის შერჩევისას გაითვალისწინე, რომ მისი კორპუსის მასალა უნდა შეესაბამებოდეს სანიტარულ მოთხოვნებს, იყოს მდგრადი საკვები მჟავების მიმართ, რათა არ დააზიანოს კოროზიამ და შეძლოს ხანგრძლივი და ხარისხიანი ფუნქციონირება.
მანქანის დეტალები და მათი დანიშნულება
მბრუნავი ლილვი (დისკი) - ესაა ხორცსაკეპის უმნიშვნელოვანესი დეტალი. ბრუნვისას იგი ხორცს შესასვლელი ყელიდან, ფარშის გამოსასვლელი ღიობის მიმართულებით გადააადგილებს. ზოგიერთი ხორცის მანქანა ორი დისკითაა აღჭურვილი, ერთ მეტალის - ხორცისთვის, მეორე კი პლასტმასის - ბოსტნეულისა და ხილისთვის.
ღარი - იგი მოთავსებულია ხორცის გასატარებელი მანქანის ყელზე და ეხმარება პროდუქტის ლილვისკენ მიმართვას. რაც უფრო ღრმა და ტევადია ღარი, მით უფრო მოსახერხებელია ხელსაწყო. VELI.store-ზე წარმოდგენილი მანქანების უმეტესობა მეტალის ღარით ხასიათდება, რაც გაცილებით უფრო გამძლეა.
დანები - მათ მაღალ ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხორცის მანქანის ფუნქციონირებისას, ამიტომ სანამ არჩევანს გააკეთებ, აუცილებლად გადაამოწმე, რომ დანები ხარისხიანი ფოლადისგანაა დამზადებული.
ცხაურა - ეს იგივე გისოსია, რომელიც საჭიროა გადამუშავებული პროდუქტის კონკრეტული კონსისტენციის მისაღწევად. არსებობს ცხაურა წვრილი, საშუალო და დიდი ნასვრეტებით.
ჩასატვირთი ლანგარი - პროდუქტის მოსათავსებელი ლანგარი ხორცსაკეპის თავზე მაგრდება და გადასამუშავებელი ხორცისა თუ ბოსტნეულის მოსათავსებლად გამოიყენება. იგი ღრმა და ტევადი უნდა იყოს, რათა ზედ მოთავსებული პროდუქტი არ დაგვიცვივდეს.
როგორ მუშაობს ხორცსაკეპი მანქანა
ყველა ხორცის მანქანა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩოფერი იქნება თუ ხორცსაკეპი, სამზარეულოს საქმის გასამარტივებლად შეიქმნა. VELI.store-ზე შეხვდები: Bosch-ის, Midea-ს, Philips-ის, Panasonic-ის და სხვა საერთაშორისო ბრენდების უახლეს პროდუქციას, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე მორგებული სტანდარტებით იწარმოება.
თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები შემდეგნაირადაა მოწყობილი : აპარატის კორპუსის შიგნით ძრავა იმალება, რომელზეც საწნეხია მიმაგრებული. ხორცს დანები ამუშავებს. დამუშავების პროცესის ბოლოს, ხორცი გადის გარკვეული დიამეტრის ნახვრეტებში, რათა დამუშავებული პროდუქტის კონსისტენცია დარეგულირდეს.
თუ უკვე შეარჩიე ფავორიტი ხორცსაკეპი მანქანა, მის შეძენას ველის ონლაინ დახლებზე შეძლებ. აქ აღმოაჩენ უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს ტექნიკას, მათ შორისაა: ბლენდერი, საცხობი აპარატები, წვენსაწურები და საკონდიტრო მიქსერიც კი.
მოკლედ, ყველაფერს, რაც ამაღელვებელი კულინარიული თავგადასავლებისთვის დაგჭირდება - VELI.store-ზე იპოვი. იშოპინგე სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.