კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბლოკნოტები
ფილტრაცია
დალაგება:

ბლოკნოტები

Nuuna, ბლოკნოტი Pearl S, 10.8 x 15 სმ-20%
20 პროდუქტის ჩვენება

თანამედროვე ადამიანისთვის პლანშეტები და სხვა ელექტრონული გაჯეტები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მიუხედავად ამისა, ქაღალდზე წერა განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობს. ბლოკნოტები მრავალფეროვანი ვიზუალითა და დანიშნულებისთვის VELI.store-ს ბლოკნოტების კატეგორიაში შეგიძლია აღმოაჩინო. შერჩეული ნივთი კი თბილისის ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით 3 საათში იქნება.

 

როგორ შევარჩიო ბლოკნოტები?

 

შეძენისას მნიშვნელოვანია გადაწყვიტო თუ რისთვის აპირებ მის გამოყენებას. ველიზე ფუნქციური და კრეატიული ბლოკნოტების ასორტიმენტი დაგხვდება. არ აქვს მნიშვნელობა Back to School-ისთვის ემზადები, ძვირფასი მოგონებების აღბეჭდა თუ უბრალოდ დღის დაგეგმვა გჭირდება. ეს ის ნივთია, რომლითაც წერასთან ერთად ხასიათსა თუ ინდივიდუალიზმის წარმოაჩენ.
 
ქაღალდის ტიპის მიხედვით შერჩეულია აივორის, მუყაოს, ოფსეტისა და თაბახის ბლოკნოტი. რბილი ყდითა და A4 ფორმატით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პოპულარული არჩევანია, რომლებსაც ბევრი ნივთის ტარება უწევთ ჩანთით. ჯიბის ბლოკნოტი კი პორტატული და ყველასთვის მოსახერხებელი ვარიანტია.

ბლოკნოტის ასორტიმენტი ფურცლის დიზაინითაც განსხვავდება და საჭიროების შესაბამისად უჯრებიანი, ხაზიანი, წერტილებიანი და სუფთა ფურცლები არსებობს. ფურცელი ჰორიზონტალური ხაზებით მარტივი და საერთო სტრუქტურით ხასიათდება, რომელიც განსაკუთრებით კარგია ნებისმიერი სახის წერისთვის. სუფთა ფურცლები ხაზების გარეშე და გვერდების მარტივი განლაგებით უფრო შესაფერისია ჩანახატების გასაკეთებლად და სკეჩებისთვის. 


სასკოლო ზურგჩანთები და ბლოკნოტები ველიზე

 

სკოლისთვის მზადების დროს ხარისხიანი ზურგჩანთებისა და სასკოლო ბლოკნოტების შერჩევას ველიზე მარტივად შეძლებ. 
აქ აღმოაჩენ Herlitz-ის ბრენდის სკოლის ზურგჩანთას, რომელიც ბრენდის ჩანთების ყველა უპირატესობას აერთიანებს. ნივთი პოლიესტერისგან არის დამზადებული, ხოლო ზომა (38 x 32 x 22 სმ) და მოცულობა (16 ლ) უზრუნველყოფს იმას, რომ მოსწავლემ ჩანთა კომფორტულად გამოიყენოს. ზურგჩანთა აღჭურვილია წყალგაუმტარი და მყარი პლასტმასას ქვედა ნაწილით, რომელიც მაქსიმალურად გამძლეა. ჩანთას აქვს მაგნიტური Fidlock ჩამკეტი, რომელიც ადვილად იხსნება და იკეტება. ზურგჩანთაში მარტივად შეიძლება მოთავსდეს, როგორც რვეულები და პენალი, ასევე სახელმძღვანელოები თუ სხვა დამხმარე აქსესუარები. შეიძინე სასურველი ნივთები ველიზე და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული პირობებით.

ველიზე ასევე შევხდები ისეთი ბრენდის ბლოკნოტებს, როგორებიცაა: 

 

 

თუ საინტერესო ვიზუალის მქონდე ბლოკნოტებს ეძებ, მაშინ შეგიძლია ქართული ბრენდის Sketchmemory-ს ნივთები შეარჩიო. შეხვდები Scooby-Doo, Nickelodeon, Hello Kitty-ის ვიზუალითა და სუფთა ქაღალდის მქონე ბლოკნოტებს.
საინტერესო ვერსიაა ასევე MIQUELRIUS-ის ბრენდის ბლოკნოტებიც, რომლებიც თავისი საბავშვო და სახალისო დიზაინით გამოირჩევიან.


როგორ შევიძინო ბლოკნოტები ონლაინ


იმისთვის, რომ ბლოკნოტი ან ნებისმიერი საკანცელარიო თუ შემოქმედებითი აქსესუარი შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. გამოიკვლიე ჩვენი მრავალფეროვანი არჩევანი და შეავსე გვერდები იდეებით, გეგმებითა და შემოქმედებით. 
 
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით ნებისმიერ პროდუქტზე, იქნება ეს სამუშაო ბაინდერი და საქაღალდე, ან შემოქმედებისთვის სახის საღებავების ნაკრები და ბევრი სხვა ნივთი.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.