ჯოვანი მორა ქართული სტარტაპია, რომელიც იტალიური ტემპერამენტითა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ დიდი სიყვარულით ორიგინალურ და კონცეპტუალურ ნივთებს ქმნის.
ჯოვანის სჯერა, რომ ყველა ადამიანში ჟღერს მუსიკა, რომელიც ყველაზე ნამდვილი, ბუნებრივი და უნიკალურია და რომლის გაზიარებაც სამყაროს უკეთესს ქმნის. სწორედ ეს ფილოსოფიაა ჩაქსოვილი მის სლოგანში – Spread Your Inner Sounds! ბრენდის თითოეული პროდუქტის ესთეტიკა, შინაარსი და ფერები მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი გამოხატოს.
ბრენდის შესახებ
ჯოვანი მორა წლების განმავლობაში ბიჭების თუ მამაკაცებისათვის საჩუქრის შერჩევის პრობლემის გადაჭრის მიზნით შეიქმნა. იტალიური ჟღერადობის სახელი კი ამ ქვეყნის ხასიათისა და ტემპერამენტის მსგავსებიდან გამომდინარე შეარჩიეს. ბრენდის კოლექციები ეკომეგობრულობით და უმაღლესი ხარისხის მასალით გამოირჩევა. აქსესუარებისთვის გამოყენებულ მასალებს შორისაა,100% ბუნებრივი აბრეშუმი, 100% ბამბა, გადამუშავებული ხელოვნური ქსოვილი და ხელოვნური ტყავი.
აღმოაჩინე ჯოვანი მორას ასორტიმენტი VELI.store-ზე
ჯოვანი მორას აქსესუარებში როგორც შენთვის ასევე, ყველა ასაკისა და გემოვნების ადრესატისთვის სასურველ საჩუქარს აუცილებლად იპოვი. ბრენდის ასორტიმენტში 15-ზე მეტი დასახელების პროდუქტია, რომელთაგაც ველის ციფრულ თაროებზე დაგხვდება. აქ იპოვი:
თუ 2024 წლის რეზოლუციებში მოგზაურობა ჩაწერე, მაშინ ჯოვანი მორას საპასპორტე ყველა თავგადასავალში შენი ერთგული თანამგზავრი გახდება. დიზაინის შერჩევას კი ფართო ასორტიმენტში მარტივად შეძლებ. მაგალითად, გამორჩეული დიზაინის ბრენდის საპასპორტე ოკუპაციის თემატიკით უდიდესი „ჰიტი“ იყო — როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ბრენდის სხვა გამორჩეული ნივთებიდან საძილე ნიღაბი 100% აბრეშუმია და ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ნიღაბია.
საძილე ნიღაბი იდეალური საჩუქარია საკუთარი თავისა და სხვებისთვისაც. გადამუშავებული ხელოვნური ქსოვილისგან შექმნილი ჯოვანი მორას უნივერსალური ჩანთა კი შენს ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ის წყალგამძლეა და საკმაოდ მოცულობითიც. მაშინ როცა ლეპტოპის ტარება ხშირად გიწევს, ჯოვანი მორას პროდუქცია ამ შემთხვევაშიც გაიმარტივებს საქმეს. ლეპტოპის ჩანთა განსხვავებული პრინტითა და კომპაქტურობით გამოირჩევა. ზომის არჩევანი საშუალებას გაძლევს მასში როგორც პატარა, ასევე დიდი ლეპტოპი მოათავსო.
ჯოვანი მორას მუდმივად განახლებული ასორტიმენტი ,,მხოლოდ ქართულის’’ კატეგორიიდან შეგიძლია შეიძინო. მიიღე შეკვეთა იმავე დღეს თბილისში, დროის სასურველ, 3 საათიან მონაკვეთში. ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში.