სმარტ გაჯეტები რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას უნდა აკმაყოფილებდნენ. რამდენადაც ჭკვიანი მოწყობილობები სწრაფად განიცდიან ევოლუციას, მნიშვნელოვანია ისინი უახლესი თაობის იყოს. ასევე, ყურადსაღებია მათი შესაძლებლობები. ისეთი სმარტ გაჯეტები, როგორიც არის სმარტ საათი მულტიფუნქციური უნდა იყოს. აუცილებელია ადვილად უკავშირდებოდეს სმარტფონს და ჰქონდეს Bluetooth და Wi-Fi-ის მიღების შესაძლებლობა. ხოლო, ელექტრო ხელსაწყოები გამძლეობით უნდა გამოირჩეოდეს.
როგორ შევარჩიოთ IP კამერა
დაკავშირების ტიპი. ციფრული (IP) კამერები არსებობს სადენიანი და უკაბელო კავშირით.
- სადენიან მოწყობილობებს RJ-45 აქვთ კონექტორი, რომლის მეშვეობითაც ისინი ქსელს უერთდება. ამ ვარიანტის არჩევისას აუცილებელია გავითვალისწინო ვიდეო კამერის ელექტროქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა. მოწყობილობა იკვებება ტრადიციულად - 220 ვ სოკეტის საშუალებით.
- უკაბელო ციფრული კამერის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო Wi-Fi მხარდაჭერის სტანდარტებს.
Wi-Fi 4 - დაბალი სიხშირეა, რაც დიდი დაფარვის არეალს ნიშნავს და ჩარევის მიმართ წინააღმდეგობას. Wi-Fi 5 - გადაცემის მაღალი სიჩქარეა, დიაპაზონი და წინააღმდეგობა დაბალია. 3G/4G მოდელების დაკავშირება SIM ბარათებით მომუშავე მოდემებთან არის შესაძლებელი.
Anker T84203W2 IP კამერა აღჭურვილია ორმაგი 2500-ლუმენის რეგულირებადი განათებით. აქვს გადაღების მაღალი ხარისხი 1080P FHD. ორმხრივი აუდიოკავშირის შესაძლებლობა. მოძრაობის დეტექტორი. აქვს ჭკვიანი სირენის ფუნქცია. მარტივი ინტერფეისი და ადვილად უკავშირდება სხვა მოწყობილობებს.
2500 ლუმენიანი მოძრაობის გააქტიურებული პროჟექტორები და სირენის ფუნქცია სახლს უფრო უსაფრთხოს ხდის, ხოლო მაღალი ხარისხის 1080P FHD კამერა დეტალურ ჩანაწერებს ღამითაც უზრუნველყოფს.
სახლთან სრული პერიმეტრის დასაფარად შესანიშნავი არჩევანი იქნება ვიდეო სათვალთვალო კამერა Blurams S21C PTZ Outdoor Lite Security Camera Blurams S21C. კამერას 360º-იანი ხედვის კუთხე აქვს და შესაბამისად შეძლებ სრული პერიმეტრის კონტროლს. გარე კამერა საშუალებას გაძლევს დაინახო უფრო ნათელი სურათი და გაარჩიოთ უმცირესი დეტალები. სათვალთვალო კამერას შეუძლია ავტომატურად თვალყური ადევნოს ადამიანის მოძრაობას, ჩაწეროს მათი მოძრაობის ტრეკი და გაააქტიუროს ხმოვანი სიგნალიზაცია გასაფრთხილებლად.
როგორ შეარჩიო ფანარი
რატომ არის LED უკეთესი ვიდრე ვარვარა ნათურა? LED-ს რამდენიმე უპირატესობა აქვს ვარვარა ნათურებთან შედარებით:
- უფრო ძნელად ტყდება. ვარვარა ნათურაში სინათლეს მყიფე სპირალი წარმოქმნის, რომელიც ასევე ძალიან მტვრევად მინაშია ჩასმული.
- თანამედროვე მაღალი სიმძლავრის LED-ების ეფექტურობა აღწევს 130 ან მეტ ლუმენს 1 ვტ ენერგიის მოხმარებაზე. LED ფანარი უფრო დიდხანს ანათებს, ვიდრე სხვა ნათურა.
- LED-ები მინიმუმ 50,000 საათია უწყვეტად მუშაობს. ხოლო, ვარვარა ნათურა 5000 საათი. გარდა ამისა, LED-ის სიცოცხლე არ მცირდება ძალიან ხშირი ჩართვა-გამორთვის შემთხვევაშიც კი.
- ზომები. LED ფანრები შეიძლება იყოს ძალიან პატარა.
ფოკუსირების სიმარტივე. LED განათება ბევრად უფრო თანაბრად ნაწილდება, ვიდრე სხვა ნათურის შუქი. დაფარვა უფრო თანაბარია.
შესანიშნავი არჩევანი იქნება Camelion RS42-HCB Rechargeable Flashlight. ეს არის კომპაქტური და პორტატიული მრავალჯერადი დატენვის სანათი. წერტილოვანი და ფართო განათების რეჟიმით. LED ტექნოლოგია ქმნის ბუნებრივი განათების პირობებს.
როგორ შევიძინოთ სმარტ გაჯეტები ონლაინ
იმისთვის, რომ სმარტ გაჯეტები, ან თუნდაც ლეპტოპის სადგამები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების სმარტ გაჯეტები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.