მანქანის ზეთის ფილტრი მოწყობილობაა, რომელიც ძრავის ზეთს მტვრის, ჭუჭყისა და ლითონის ნამსხვრევებისგან ასუფთავებს. ეს მოწყობილობა ძრავის ხანგრძლივ და ეფექტურ მუშაობს უზრუნველყოფს. VELI.store-ზე კატეგორიაში ავტო & მოტო შეგიძლია აღმოაჩინო ისეთი ბრენდების ზეთის ფილტრები, როგორებიცაა: DRIVE+, Herth+Buss და Js-Asakashi. შეუკვეთე ნივთები ველიზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეიძინე მანქანის ზეთის ფილტრი VELI.store-ზე
სპეციალურად Toyota Land Cruiser და Ford Ranger-ის ავტომობილებისთვის არის შექმნილი Herth+Buss ზეთის ფილტრი. მოწყობილობა საიმედოდ იცავს მანქანის ძრავის შიდა ნაწილებს. მაღალი ხარისხის მასალა კი ფილტრის ხანგრძლივ გამოყენებას განაპირობებს. ზეთის ფილტრის მონტაჟი მარტივია და ამასთან ერთად, ამცირებს ძრავის დაზიანების რისკსაც.
ერთჯერადი, ჩასასმელი (spin-on) ტიპის არის DRIVE+ ზეთის ფილტრი. მოწყობილობა აღჭურვილია სპეციალური ბეჭდით, რომელი უზრუნველყოფს სიხისტეს და ამცირებს ფილტრის გარშემო ზეთის გაჟონვას. ამ ტიპის ზეთის ფილტრი სხვადასხვა მოდელის ავტომობილებისთვის გამოიყენება და მისი მონტაჟი სპეციალურ ხელსაწყოებს არ საჭიროებს.
ზეთის ფილტრი ბიუჯეტურ ფასად
ძირითადად Mercedes-Benz მოდელებისთვის არის განკუთვნილი Js-Asakashi ზეთის ფილტრი, რომელიც ბიუჯეტურ ფასად შეგიძლია შეიძინო ველიზე. ფილტრი ხელს უწყობს ზეთის სისტემის ნაკადის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რადგან იცავს ძრავს დაბინძურებისგან. ზეთის ფილტრის ბეჭედი კი უზრუნველყოფს ჰერმეტული კავშირის დაცვას, რაც ხელს უშლის ზეთის გაჟონვას.
აღმოაჩინე ზეთის ფილტრები ველიზე, შეუკვეთე აკუმულატორი თუ საბურავები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.