კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფილტრაცია
დალაგება:

ნათურები & LED განათება

20 პროდუქტის ჩვენება

ცივ სეზონზე მანქანით გადაადგილებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია ავტომობილის ექსტერიერის განათება გამართულად მუშაობდეს. თუ დიდი ხანია ამჩნევ, რომ მანქანის ფარის ნათურა არც თუ ისე მკვეთრად ანათებს და გადაადგილებისას ხილვადობის ხარისხი დაბალია, დროა გამოცვალო, რათა გზაზე მოულოდნელი დაბრკოლებები თავიდან აირიდო.


ავტომობილის ექსტერიერის განათებების შერჩევა კი სახლიდან გაუსვლელად, VELI.store-ის ავტო მოტო კატეგორიაში შეგიძლია, სადაც შენი მანქანისთვის ყველაფერს ერთ სივრცეში იპოვი. ზამთარში ხშირად იმატებს ნისლიანობის დონე, ამიტომ შესაძლოა დღის მიწურულს ავტომობილიდან ნისლში გაგიჭირდეს გზის გაკვლევა. საუკეთესო გამოსავალი კი მანქანის ფარებზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, WOLVER-ის LED ნათურის დაყენება შეიძლება იყოს, რომელიც 35+ მეტრის მანძილზე 4000K-8000K სინათლეს უზრუნველყოფს. 


WOLVER-ის LED ნათურის განათება თეთრი, კაშკაშა და ნათელია, რაც ნებისმიერ პირობებში გზაზე უმცირესი დაბრკოლების დანახვასაც კი გაგიმარტივებს. ველიზე პროდუქტს ხელმისაწვდომ ფასად, სახლიდან გაუსვლელად შეიძენ. შენაძენი კი შენთვის სასურველ დროს, 3 საათში შენი სახლის კართან იქნება. 
 

ავტომობილის LED განათებები ველიზე 
 

მანქანით გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული ხდება, როცა ინტერიერისა და ექსტერიერის განათებები სწორად შერჩეულია. განსაკუთრებით  მაშინ, თუ გაუკვალავ გზებზე ზამთრის მოგზაურობებში სიარული შენი გატაცებაა. LED განათებები ენერგოეფექტური, ეკონომიური და გამძლე პროდუქტია, რომელიც გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი განათებები. ამიტომ დიდ მანძილზე ავტომობილით მგზავრობისას შიდა თუ გარე LED განათებებით შეგიძლია აკუმულატორის ენერგიაც დაზოგო. 


გაუკვალავ გზებზე სიარულისას შესაბამისი ავტომობილი დაგჭირდება, რომელსაც გზის რთული მონაკვეთის გავლა შეუფერხებლად შეუძლია. ამისთვის კი ერთ-ერთი საჭირო აქსესუარი რჩეული ბრენდის, Nilight-ს 82 სმ სიგრძის რკალისებური LED განათებაა. განათება გამოირჩევა:

 

  • აქვს კაშკაშა და ძლიერი ნათება - ძლიერი 180w LED განათების ზოლის წერტილოვანი სხივი ვრცელდება დიდ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს ნათელი და ფართო ხედვის არეალს. კომბინირებული სხივი გაძლევს შესანიშნავ ვიზუალურ ეფექტს, რათა ხილვადობის კარგ პირობებშია ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილდე.
     
  • არის წყალგაუმტარი - პროდუქტი შეგიძლია 1 მეტრამდე წყალში, 30 წუთის განმავლობაში გამოიყენო. შეიძლება ტყის ან კლდოვან გზებზე მოძრაობისას წყალში მოგიწიოს გავლა, თუმცა სანერვიულო არ გექნება, რადგან განათება წყალგამძლეა და შექმნილია უგზოობისთვისა და რთულ კლიმატურ პირობებში გამოსაყენებლად. 
     
  • აქვს სითბოს შენარჩუნების ფუნქცია -  სპეციალური დიზაინის ჩამოსხმული ალუმინის შენადნობის გამათბობლები ეფექტურად ახანგრძლივებენ სინათლის ზოლის სიცოცხლეს 30000 საათამდე, რაც საკმაოდ დიდი დროა ფართო მანძილის დასაფარად.
     
  • განათებას აქვს მყარი გვერდითი სამონტაჟო სამაგრი - რთულ კლიმატურ პირობებში გადაადგილებისას დიდი შანსია ავტომობილი შეინჯღრეს, ამიტომ განათება მყარად უნდა დაამაგრო. გვერდით სამონტაჟო სამაგრს შეუძლია მტკიცედ დააფიქსიროს სინათლის ზოლი თავის პოზიციაში.
     

Nilight არის ZNDER INC-ის ცნობილი ბრენდი, რომელმაც საკუთარი სახელი დიდი ხნის წინ, საუკეთესო გამოცდილებით დაიმკვიდრა. ველიზე განათების შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია, თანხას კი შენზე მორგებული პირობებით, ბარათით გადაიხდი, როგორც ერთიანად, ისე ნაწილ ნაწილ.
 

ველიზე ავტო მოტოს ნათურებისა და LED განათებების კატეგორიაში უამრავ პროდუქტს შეხვდები. აქ დაგხვდება ავტომობილის შიდა და გარე LED განათებების დიდი არჩევანი. აქვე დაგხვდება ჰალოგენური, ნეონური მბზინავი განათებები, ასევეე ქსენონის, ციმციმა და უკანა ფარების სპეციალური ნათურები.
 

აქვე კემპინგისთვის სპეციალურ განათებასაც შეხვდები, რომელიც კონკრეტული სამუშაოს შესრულებისას გამოგადგება. კატეგორიაში ზოგიერთი პროდუქტი -40%-მდე ფასდაკლების შეგხვდება, ასე რომ დროა შენი ავტომობილის ძველი განათებები ახლით ჩაანაცვლო. 


დაათვალიერე ველიზე ავტო მოტო კატეგორია, შეარჩიე შენი მანქანისთვის ექსტერიერისა და ინტერიერის განათების LED ნათურები VELI.store-ზე ონლაინ და იმგზავრე მაღალი ხილვადობის პირობებში უსაფრთხოდ. 
 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.