წიგნის კითხვას არ აქვს სეზონი, დრო, არც რაიმე განსაკუთრებულ მიზეზს საჭიროებს - იქნება ეს განსატვირთი, გასართობი, რაიმეს შესასწავლი, ან თუნდაც დროის გასაყვანი. ხშირად კითხვა ზაფხულთან ასოცირდება. შეიძლება იმიტომ, რომ ყველაზე მეტი თავისუფალი დრო საყვარელი აქტივობებისთვის ამ სეზონზე გვაქვს. ან იმიტომ, რომ მეხსიერებაში ბავშვობაში არდადეგებზე გამოტანებული წიგნებია დალექილი, რომლითაც კითხვას ვიყვარებდით, ‘’კლასგარეშე საკითხავს’’ რომ ვეძახდით ხოლმე.
როგორც არ უნდა იყოს, ზაფხული, ის დროა, თაროზე მთელი წლის შემოდებული წიგნები უნდა გადმოალაგო, ან ლეპტოპში შეკოწიწებული ელექტრონული წიგნები დაახარისხო. შემდეგ კი, კომფორტულად მოკალათდე, გაიკეთო ყურსასმენები და წაიკითხო საყვარელი წიგნები, რომლებსაც გადაიმეორებ, გადაამღერებ, ამჯერად კი, განსხვავებული ემოციებით. თუმცა, შეგიძლია უცნობი წიგნები აღმოაჩინო, ახალი თავგადასავლები, შეიყვარო ერთი პერსონაჟი და ცოტა ხანს წიგნისეულ სამყაროში გადაეშვა.
წიგნების შერჩევა და ყიდვა კითხვაზე არანაკლებ სასიამოვნო პროცესია. იქნება ეს უშუალოდ მაღაზიებიდან თუ წიგნის ფესტივალიდან წამოღებული წიგნები, ელექტრონული წიგნები, თუ ონლაინ წიგნები. თუმცა, წიგნების შეძენისთვის კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური საშუალება - წიგნების ონლაინ მაღაზია.
რატომ უნდა შეიძინო წიგნები ონლაინ?
მაშინ როცა ელექტრონული წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან წიგნები შეგიძლია ყველგან თან წაიღო, წიგნის ბევრი მოყვარულისთვის კითხვის კლასიკური გამოცდილება შეუცვლელია. განსაკუთრებით ის შეგრძნებები, რაც კითხვის პროცესს თან ახლავს: ახალი და ძველი წიგნები, მათთვის დამახასიათებელი სურნელით, ფურცლების შრიალის ხმა, რომელიც სიჩუმეს არღვევს და წიგნით ხელში კომფორტულ ადგილას მოკალათება, რისთვისაც ბევრი ადამიანისთვის იდეალური არის ჰამაკი. წიგნების ონლაინ მაღაზია წიგნის ფიზიკურ მაღაზიებთან ერთად ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს. თუმცა წიგნის აქ შეძენას ბევრი უპირატესობა აქვს.
წიგნების ონლაინ მაღაზია შესანიშნავი გამოსავალია დაზოგო დრო და ენერგია. თანაც, მარტივად შეარჩიო შენთვის სასურველი წიგნები. ამ დროს წიგნის საყიდლად არ გიწევს ქალაქის ხმაურსა და მანქანების საცობში გადაადგილება, ბოლოს კი სხვადასხვა წიგნის მაღაზიის თაროებზე ძებნა. შენ მხოლოდ წიგნები უნდა შეარჩიო ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და კართან, უფასოდ მოგიტანენ.
წიგნების ონლაინ მაღაზია მაშინაც საუკეთესო არჩევანია, როცა ქალაქ გარეთ ხარ, ახლოს კი არც ერთი ფიზიკური წიგნის მაღაზია არ არის. წიგნების ონლაინ მაღაზია ყიდვის მთელ რიგ პროცესს გიმარტივებს. წიგნების ონლაინ მაღაზია შენთვის უკვე ერთ გვერდზე გამზადებულ ყველა საჭირო ინფორმაციას აერთიანებს.
წიგნების ონლაინ მაღაზია წიგნის დეტალურ აღწერებსა და განხილვებსაც მოიცავს. აქვე რჩეული წიგნები, წიგნები საჩუქრად და ფასდაკლებული წიგნებიც დაგხვდება. წიგნების ონლაინ მაღაზია ველიზე როგორც ყიდვის შერჩევის პროცესი, ისე შენი ფავორიტი წიგნის მიღებაც ადვილია. შენაძენის მიღებას შეკვეთიდან 3 საათში შეძლებ, რაც სრულიად უფასოა.
წიგნების ონლაინ მაღაზია - Veli.store-ზე
აღმოაჩინე უცნობი თუ ნაცნობი და საყვარელი წიგნები ონლაინ. დაიწყე სახლის ბიბლიოთეკის შევსება. არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრის წიგნს ეძებ, კლასიკური მწერლებით ხარ დაინტერესებული, ფანტასტიკა, ჰორორი თუ რომანტიკული თავგადასავლების წიგნები გიტაცებს. ველიზე თავს იყრის მსოფლიოში სახელგანთქმული უცხოელი თუ ქართველი ავტორების რჩეული წიგნები. შეგიძლია ჯოან როულინგის ბესტსელერი წიგნების სერია Harry Potter კიდევ ერთხელ წაიკითხო, თანამედროვე, მეინსტრიმ რომანის ‘’ჩვეულებრივი ადამიანების’’ ქართული თარგმანი შეიძინო და ეკრანიზაციას შეადარო, ან სხვა განზომილებაში გადაეშვა ჰარუკი მურაკამის რომანების კითხვით. აქვე შეგიძლია პრემია ‘’საბას’’ ლაურეატ თამთა მელაშვილის რომანს ‘’შაშვი შაშვი მაყვალი’’ გაეცნო და შეიყვარო.
ველიზე ცნობილი თუ უცნობი მხატვრული ლიტერატურისა და არამხატვრული ლიტერატურის ფართო არჩევანია.
არც პატარა მეგობრები დაგვიწყებია. ველის წიგნების ონლაინ მაღაზია უფროსების საკითხავთან ერთად პატარებისთვისა და თინეიჯერებისთვის წასაკითხ ლიტერატურასაც აერთიანებს. აქ წარმოდგენილი წიგნები ბავშვს კითხვას შეაყავრებს, არდადეგებს კი მხიარულად, ‘’ტომ სოიერის თავგადასავლით’’ ან ‘’მისტერ პოპერის პინგვინებთან’’ დამეგობრებით გაატარებინებს. თითოეული წიგნი ბავშვის სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ჯგუფში ერთიანდება. მაგალითად, 2 წლამდე, 3-5, 6-8, 9-12 ასაკის ბავშვებისთვის. თინეიჯერებისთვის საკითხავი კი - 13-დან ზემოთ ასაკის კატეგორიაშია თავმოყრილი.
ზაფხული უცხო ენის გასაუმჯობესებლად ყველაზე პრაქტიკული დროა. აღმოაჩინე ველიზე სასწავლო ინგლისური წიგნები და არამარტო! შენთვის საინტერესო მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები (‘’პიტერ პენი’’, ‘’პატარა პრინცი’’, ‘’საშობაო ზღაპარი’’ და მრავალი სხვ.) შეგიძლია ორიგინალში, ინგლისურ ენაზე, სახლიდან გაუსვლელად წაიკითხო.
იკითხე ორიგინალში ისეთი წიგნები როგორებიცაა: ჯეინ ეარის რომანტიკული კლასიკა ‘’სიამაყე და ცრურწმენა’’, თინეიჯერული ნოველა ჯერომ სელონჯერისგან ‘’თამაში ჭვავის ყანაში’’, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის საინტერესოა, ან არამხატვრული ლიტერატურიდან ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებებს დალაი ლამას ბესტსელერით ‘’ბედნიერების ხელოვნებით’’ ეძიო. მეტიც, ველის სექციიდან ‘ინგლისურენოვანი წიგნები’ შეგიძლია შენს ‘’ვეფხისტყაოსნის’’ ქართულ კოლექციას, ინგლისურად ნათარგმნი ვერსიაც შემატო, ან წიგნი უცხოელ მეგობარს აჩუქო.
- Penguin Random House
- სულაკაურის გამომცემლობა
- პალიტრა L
- ინტელექტი
- არტანუჯი
- არეტე
- დიოგენე
- ქარჩხაძის გამომცემლობა
- აგორა
- Ziari Press
- ალონი
- მელანი
ახლა კი წიგნის შერჩევა შენთვის მოგვინდია. თუმცა, ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობისას შენი ინტერესებიდან გამომდინარე მსგავსი წიგნები აუცილებლად დაგხვდება. შეიძინე წიგნები ონლაინ Veli.Store-ზე და მოიწყვე ლიტერატურული შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხული!