კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
უკმარი სინათლეუკმარი სინათლე
უკმარი სინათლე

უფასო მიწოდება

39.95
უკმარი სინათლე  ukmari sinatle - ვარიაცია 1 უკმარი სინათლე  ukmari sinatle - ვარიაცია 1

უკმარი სინათლე

ID: 9789941315275

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე

ილუსტრატორი: იულია ბიურლე ნოვიკოვა

გამოცემის წელი: 2022

გვერდების რაოდენობა: 775

ISBN: 9789941315275

გამომცემლობა: ინტელექტი

39.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

ანოტაცია

პატარა ქვეყანა დიდი ქარტეხილების დროს და ქალების უპირობო მეგობრობა სიკვდილის პირისპირ: უკმარი სინათლე ეპიკური, დრამატული ელვარების რომანია, საქართველოსადმი, თბილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა – მარადიული სიყვარულის ახსნა.
 
„აგერ ვდგავართ, ტრიო, რომელიც გადარჩა, რომელმაც შეძლო აწმყოში გადახტომა, ჩვენ, გადარჩენილები, ყველა იმ ადამიანის მაგივრადაც ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, ვისაც ბედმა სიცოცხლე არ არგუნა და ამ ფოტოებზე დარჩნენ მარად ჭაბუკებად“.
 
„როგორი საჩუქარია მკითხველისთვის! ნინო ხარატიშვილი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბრწყინვალე მთხრობელია, ჩვენ თვალწინ აცოცხლებს მრავლისმომცველ ისტორიულ ეპოქებს. მღელვარებით შეპყრობილნი, შეძრულნი, დავემგზავრებით დინას, ირას, ნენესა და ქეთოს და მხოლოდ ერთი რამ გვინდა – თხრობა არასდროს დასრულდეს“. – მარია-ქრისტინა პივოვარსკი
 
დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო ქაოსში ამოყოფს თავს. ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს...
 
წლების შემდეგ, ბრიუსელში, გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად გამართულ დიდ ფოტორეტროსპექტივაზე ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. გამოფენილი ფოტოები მათ ისტორიას ჰყვება, რომელიც, ამავდროულად, მათი ქვეყნის ისტორიაცაა. ინტიმური გარემო აიძულებს ძველ მეგობრებს წარსულისთვის ჩამოფარებული ფარდა გადასწიონ და, იქნებ, პატიებაც შეძლონ.
 
ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ჰყვება დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორიას; ამბავს რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე. 

 

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ინგლისურად ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა HarperCollins გამოსცემს და ასევე რომანი წლევანდელი ბერლინალეს იმ ათ საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ.

 

დამატებითი მახასიათებლები

დამატებითი ინფორმაცია

  • ავტორინინო ხარატიშვილი
  • ენაქართული
  • ორიგინალის ენაგერმანული
  • ავტორის წარმომავლობასაქართველო
  • მთარგმნელიმაია ფანჯიკიძე
  • ილუსტრატორიიულია ბიურლე ნოვიკოვა
  • გამომცემლობაინტელექტი
  • გვერდების რაოდენობა775
  • ყდამაგარი
  • გამოცემის წელი2022


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.