უფასო მიწოდება
Yamazaki-ს ფეხსაცმლის თარო დამზადებულია მყარი ფოლადისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და ფუნქციურობით. თარო ექვსდონიანია და მისი პირველი დონე ხისგან არის დამზადებული. მისი ზომა და დიზაინი უზრუნველყოფს ფართო სივრცეს ფეხსაცმლების მოსათავსებლად და ამასთანავე დაგეხმარებათ დაზოგოთ ადგილი კარადაში. სათავსოს აქვს მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინი რომელიც ინტერიერს ავსებს თანამედროვე ელეგანტურობით. პროდუქტი სტილის და პრაქტიკულობის საუცხოო ნაზავია, რაც მას მრავალმხრივ და მიმზიდველ დანამატად აქცევს სახლის ნებისმიერი სივრცისთვის.
ეს სათავსო იდეალურია მათთვის, ვისაც განსაკუთრებულად ბევრი ფეხსაცმელი აქვს გარდერობში. ექვსი თარო საკმარისია ყველანაირი სტილის ფეხსაცმლის მოსათავსებლად. თაროების განთავსება შეგიძლიათ როგორც მისაღებ ოთახში, ასევე საძინებელშიც.
თაროებს ასევე აქვს კაუჭები, რომლებიც მოსახერხებელია ქოლგებისა და სხვა აქსესუარების დასაკიდად. ეს არის ყველაზე მარტივი და კომფორტული გზა ქოლგების წვიმიანი დღეებისთვის შესანახად.
თაროს აქვს ხის ზედაპირი, რომელიც მყუდროებას შემოიტანს თქვენს ინტერიერში. ხის ზედაპირი არის როგორც დახვეწილი, ასევე ფუნქციური. მასზე შეგიძლიათ, მოათავსოთ ლარნაკი, გასაღებების სათავსო და სხვა აქსესუარები.
Yamazaki საყოფაცხოვრებო ნივთებსა და აქსესუარებს ქმნის, რომლებიც მცირე სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. კომპანიაში სჯერათ, რომ სახლში მცირე ცვლილებებიც კი ეხმარება ადამიანებს ნაკლები სტრესითა და მეტი ხალისით იცხოვრონ. Yamazaki-ს სათაო ოფისი იაპონიაში მდებარეობს. ბრენდმა სახელი სადა და დახვეწილი ყოველდღიური მოხმარების ნივთების საგულდაგულოდ შექმნილი დიზაინით გაითქვა.
სახლის დიზაინი მუდმივად ვითარდება. თუმცა, სახლის მოწყობის ძირითადი პრინციპები თაობიდან თაობამდე უცვლელია. ყოველდღიური ნივთები ზოგჯერ მომაბეზრებელი და უინტერესოა. თუმცა, ამის შეცვლა შესაძლებელია. Yamazaki-ს სჯერა, რომ ჭურჭლის თაროები, პურის კალათები, თუ ურნები - ნებისმიერი დეტალი, უკეთესი შეიძლება იყოს (და უნდა იყოს კიდეც). კომპანიას სწამს, რომ ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს პროდუქტის დიზაინის ახალი, უმაღლესი სტანდარტით მიიღწევა.
გაალამაზეთ თქვენი სახლი, აქციეთ ის Yamazak-ად.
Yamazaki-მ იაპონიაში ჯერ კიდევ საუკუნის წინ დაიწყო მოღვაწეობა, როგორც მცირე, საოჯახო საუთოო მაგიდის მწარმოებელმა. ბრენდი მომხმარებლების საჭიროებების ზრდასთან ერთად განვითარდა.
დღეს Yamazaki ათასობით პროდუქტს ყიდის, რომლებიც მოიცავს ყველაფერს - ელეგანტურ კიბეებსა თუ ჭურჭლის თაროებს. ყოველწლიურად, Yamazaki-ს გუნდი ასობით ინოვაციური და გააზრებული დიზაინის მქონე პროდუქტს წარმოგიდგენთ მთელ მსოფლიოში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.