კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
გზაგზა
გზა

უფასო მიწოდება

16.90
გზა
bmcbasmcbmasbcmabcmabcm
გზა  gzaგზა  gza

მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 277

ISBN: 9789941375088

გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა

16.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

ზუსტად არავინ იცის, რა ხილვა ჰქონდა ტეხასის ქალაქ ელ პასოს სასტუმროს ნომრის ფანჯარასთან შუაღამისას მდგომ კორმაკ მაკართის, თუმცა მის წარმოსახვაში ცეცხლმოდებულმა მთებმა და იმავე ნომერში მძინარე ოთხი წლის შვილის მშვიდმა სუნთქვამ პულიცერის პრემიის ლაურეატი წიგნი „გზა“ დააწერინა. ამ წიგნში გადაჭიმულ გზაზე ყველაფერი მკვდარია, ყველაფერი მდუმარე და გამოყინულია. აღარ არსებობს წესრიგი, კანონი, მორალი და არანაირი ზღვარი, რადგან აღარავინ დარჩენილა, ვისაც მის გადაბიჯებას ვერ მოსთხოვ. კაცობრიობის ნარჩენები უხსოვარ დროში ჩატოვებულ პირველად ინსტინქტებს იხსენებენ და გადარჩენისკენ ისევე მიილტვიან, როგორც დიდი ხნის წინ გადაშენებული მწერები ეტანებოდნენ სამუდამოდ გამქრალ სინათლეს. …მაგრამ სწორედ ამ გზაზე მიაბიჯებენ კაცი და ბიჭი, მამა და შვილი, ადამიანი და ანგელოზი, და სწორედ ამ გზაზე იწერება შვილისადმი მშობლის უპირობო, შეუქცევადი, ზოგჯერ გაუაზრებელი და ინსტინქტური სიყვარულის უდიდესი ამბავი. „ჯონი რომ არა, რომ არა ჩემი ბიჭუნა, ეს წიგნი არ იარსებებდა. ამიტომაც მივიჩნევ მას ჩემს თანაავტორად. და თუ კითხვისას ეს ისტორია გაუსაძლისად სევდიანი მოგეჩვენებათ, გახსოვდეთ, რომ ის სინამდვილეში მხოლოდ მამისა და შვილის სიყვარულზე დავწერე“, – ამბობდა კორმაკ მაკართი.

კორმაკ მაკარტი

დაიბადა 1933 წელს კორმაკ მაკარტი დაიბადა როუდ აილენდზე, აშშ-ში. მას თავისი თაობის დიდ ოთხეულს მიაკუთვნებენ თომას პინჩონთან, დონ დელილოსა და ფილიპ როთთან ერთად. მაკარტის ტექსტები ამერიკის სამხრეთის ცხოვრებაზეა - იმ მაგიურ მხარეზე, რომელიც ხალხს ხშირად აფრთხობს, თუმცა კი ამოუხსნელი მიზიდულობაც აქვს. ნავთობკომპანიებისთვის უსაზღვრო კაპიტალის, წინა საუკუნეებში გამდიდრების ციებ-ცხელებაშეყრილი ხალხისთვის ოქროს, ხოლო კარგი ხელოვანისთვის შთაგონების ნამდვილი საბადოა. მაკარტიც წინ გვიშლის იმ ღია და თვალწარმტაც სივრცეებს, რომლებიც ბევრ ჩვენგანს მხოლოდ ეკრანებზე თუ უნახავს. ტექსტებიდან შესანიშნავად ჩანს მწერლის საოცარი ერუდიციაც. მაკარტის მაგნუმ ოპუსს, „სისხლიანი მერიდიანს“, დამსახურებულად იხსენიებენ მელვილისა და მისი „მობი დიკის“ გვერდით. სიკვდილი და სიცოცხლე, ბუნება და ადამიანი, ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები - ეს მარადიული თემები გვხვდება მაკარტისთან, თუმცა მისეული ხედვა ამ უძველესი საკითხებისა არასდროს გაცვდება ისევე, როგორც თავად ეს თემები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორმაკ მაკარტი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის, არამედ, ზოგადად, ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი კორმაკ მაკარტი
  • მთარგმნელი ზაზა ჭილაძე
  • გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 277
  • ფორმატი 130 x 195 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ინგლისური
  • სერია ლიტოდისეა
  • ავტორის წარმომავლობა ამერიკის შეერთებული შტატები


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.