კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულაNutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა
Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა

უფასო მიწოდება

97.00
Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა  nutricost koenzim q10 100 mg, 120 kafsula - ვარიაცია 1 Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა  nutricost koenzim q10 100 mg, 120 kafsula - ვარიაცია 1
Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა  nutricost koenzim q10 100 mg, 120 kafsula - ვარიაცია 2 Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა  nutricost koenzim q10 100 mg, 120 kafsula - ვარიაცია 2

Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა

ID: 810014678573

Nutricost

 

Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა

 

ძლიერი ანტიოქსიდანტი

 

ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით

 

აძლიერებს იმუნიტეტს & თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს

 

120 კაფსულა

 

არ შეიცავს გლუტენს

97.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Nutricost კოენზიმ Q10 100 მგ, 120 კაფსულა

კოენზიმ Q10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენდოგენურ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნის პროცესში. კოენზიმ Q10 სინთეზირდება ღვიძლში, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში, აუმჯობესებს მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციას და სისხლმომარაგებას, იგი ავლენს ანტიარითმიულ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ამცირებს ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან.  როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით აუმჯობესებს თავის ტვინის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციას. კოენზიმ Q10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, მიკროცირკულაციას, ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, უზრუნველყოფს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 

კოენზიმ Q10 აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში უჯრედულ დონეზე, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ავლენს ანტისკლეროზულ მოქმედებას, ანელებს დაბერების პროცესებს, გააჩნია დეტოქსიკაციური მოქმედება.

კოენზიმ Q10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისადმი. ზრდის ამტანობას ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.


დანიშვნის ჩვენება :

კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, კარდიომიოპათია, არითმია, ანტილიპიდური საშუალებების გვერდითი მოვლენების პროფილაქტიკა.
ნევროლოგია: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, მეხსიერების, ყურადღების და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შაკიკი, პოლინეიროპათია, დემენცია, ინსულტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ალცჰაიმერის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ენცეფალოპათია.
ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა.
კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, დერმატიტი, ფსორიაზი.
კუნთების დისტროფია და მიოპათია.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
იმუნიტეტის დაქვეითება.
სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები.
ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
ალერგიული დაავადებები.
აღდგენითი პერიოდი მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციის შემდეგ.
დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

შემადგენლობა:

კოენზიმ Q10 100 მგ.

 

მიღება და დოზირება:

მიღეთ 1 კაფსულა დღეში.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიNutricost


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.