უფასო მიწოდება
85 dB სრულყოფილი ხმისთვის ნებისმიერ გარემოში
უსადენო (Bluetooth 5.0) და სადენიანი (3.5 მმ) დაკავშირების შესაძლებლობა
20 საათამდე მუშაობა ერთი დამუხტვით Micro USB კაბელით
მუშაობის რადიუსი - 10 მეტრი
კომპლექტაციაშია: ყურსასმენი, AUX კაბელი და Micro USB კაბელი
Lenco HPB-110 უსადენო ყურსასმენი გამოირჩევა სუფთა ხმით და არის საუკეთესო, ოფიციალურად ლიცენზირებული, ბავშვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. შექმნილია მგრძნობიარე ყურებისთვის და ტესტირებულია 85 dB მოცულობის ლიმიტით.
HPB-110 ყურსასმენი უსადენო კავშირით (Bluetooth 5.0) სწრაფად უკავშირდება ნებისმიერ მოწყობილობას და შეუფერხებლად მუშაობს 20 საათი, ხოლო დამუხტვა შესაძლებელია Micro USB კაბელის მეშვეობით. ყურსასმენს ასევე შეგიძლიათ შეუერთოთ 3.5 მმ-იანი კაბელი.
HPB-110 არის სპეციალურად შექმნილი ყურსასმენი, მსუბუქი, გამძლე, დასაკეცი და კომფორტული დიზაინით ბავშვებისთვის, ერგება ყურს ისე რომ, ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი არ ღლის მას. კორპუსზე დატანილი ღილაკებით მარტივად შეძლებთ ხმის და მუსიკის რეგულირებას. მუშაობის რადიუსია 10 მეტრი. კომპლექტაციაშია: ყურსასმენი, Micro USB და AUX კაბელები.
Lenco ფრიც და მარია ლენგებმა შვეიცარიაში, 1946 წელს დააარსეს. 60-იანი წლების ბოლოს, ბრენდმა ფირსაკრავი L75 გამოუშვა, რომელიც 4 კილოგრამს იწონიდა და განსაკუთრებულად ჟღერადი, ხარისხიანი ხმა ჰქონდა. ფირსაკრავი ბრენდის საიმიჯო პროდუქტი გახდა. წლების გასვლის შემდეგ, Lenco განვითარდა და დღეს, ბრენდის პროდუქტები პორტატული და მარტივი გამოსაყენებელია. დღესდღეობით Lenco ძირითადად რეტრო დიზაინის აუდიო ტექნიკას აწარმოებს, როგორებიცაა: ფირსაკრავები, რადიოები, დინამიკები, ყურსასმენები და სხვ. თუმცა, ბრენდის მთავარი იდეა არ შეცვლილა, ის მუდამ ცდილობს თანამედროვე და ნოსტალგიური ხედვები გააერთიანოს და შექმნას პროდუქტი, რომლის ხმის ხარისხი და ჟღერადობა გამოარჩევს სხვა კონკურენტი ბრენდებისგან.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.