კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Hy-Pro რუტსტიმულატორი, 100 მლHy-Pro რუტსტიმულატორი, 100 მლ
Hy-Pro რუტსტიმულატორი, 100 მლ

უფასო მიწოდება

14.0020.00-30%
Hy-Pro რუტსტიმულატორი, 100 მლ  hy-pro ruTsTimulaTori, 100 ml - ვარიაცია 1 Hy-Pro რუტსტიმულატორი, 100 მლ  hy-pro ruTsTimulaTori, 100 ml - ვარიაცია 1

Hy-Pro რუტსტიმულატორი, 100 მლ

ID: 785034055133

Hy-pro

 

ჰაი პრო რუთ სტიმულატორი ხელს უწყობს სრულყოფილ ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას,

- სწრაფად ზრდის და ამაგრებს მცენარის ფესვებს
● ეხმარება საკვები ნივთიერებების ეფექტურად ათვისებაში
● ებრძვის სოკოვან დაავადებებს
● ხელს უშლის ფესვების ლპობას
● გამოიყენება მცენარის სამკურნალოდ

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

ვეგეტაციის დროს ერთ ლიტრ წყალში გააზავეთ 2.5მლ. Hy-Pro Rootstimulator, ხოლო ყვავილობისას 5 მლ. 

 

მასალა: კალიუმი (K2O)-1,2%  (Ascophyllum nodosum)

 

გამოყენება: 2,5მლ/1ლ წყალი (ზრდის პერიოდში), 5მლ/1ლ წყალი ( ყვავილობის პერიოდში)       

14.0020.00-30%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Hy-Pro რუტსტიმულატორი, 100 მლ

ჯანმრთელი ფესვები წარმატების საწინდარია მცენარისთვის

რა არის მთავარი მცენარის ზრდისა და მოსავლიანობისთვის? - სრულყოფილი და სიცოცხლით სავსე ფესვების სისტემა. Hy-Pro Root Stimulator ნორჩ მცენარეს აძლევს ყველაფერს, რაც კი სჭირდება - მაკროელემენტებს, მიკროელემენტებს, ორგანულ ნაერთებს, დისაქარიდებსა და სასარგებლო მიკრობებს - იმისთვის, რომ სწრაფად გაიდგას ფესვები, გაიზარდოს და ეფექტურად აითვისოს საკვები ნივთიერებები, იმისთვისაც, რომ უკეთ შეებრძოლოს სოკოვან დაავადებებსა და ფესვების ლპობას. Hy-Pro Root Stimulator-ის სერიის სასუქები არა მხოლოდ ხელს უწყობს ახალი ფესვების სწრაფად ზრდას - არამედ დაავადებული და დასტრესილი მცენარეების სამკურნალოდაც გამოიყენება. საგრძნობლად განსხვავებული შედეგის მოტანა შეუძლია ხარისხიან სტიმულატორს, რომელიც ხელს შეუწყობს ფესვის ბუსუსებისა და ჯანსაღი რიზოსფეროს ჩამოყალიბებას.
 
Hy-Pro Root Stimulator სპეციალურად ნიადაგში მზარდი მცენარეებისთვის შემუშავებული ფორმულაა.

•    ინფორმაცია
ჯანმრთელი ფესვები წარმატების საწინდარია მცენარისთვის
 
Hy-Pro Root Stimulator ფესვების ძლიერი სტიმულატორია, რომელიც აჩქარებს მცენარის ზრდის და ზრდის მოსავლიანობისთვის, ხელს უწყობს ახალი ფესვების ჩამოყალიბებას, აძლიერებს იმუნიტეტს დაავადებების მიმართ და ზოგადად ისეთი საკვები ნივთიერებების წყაროა, რომლებიც ნებისმიერ მზარდ მცენარეს სჭირდება. გარდა უკვე დაფესვიანებული მცენარეებისა, Hy-Pro Root Stimulator-ი სანამყენე კალმებზე და გადასარგავ მცენარეებზეც გამოდგება ფესვების გამოსატანად. სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, მიკროელემენტები, სასარგებლო ბაქტერიები და ვიტამინები აჩქარებს ჰორმონებისა და შაქრების გამომუშავებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფესვების ზრდას. Hy-Pro Root Stimulator-ი არა მხოლოდ ნორჩი მცენარეებისა და ჩითილებისთვისაა კარგი, ის იდეალური საშუალებაა დასტრესისლი და დაავადებული ნათესებისთვისაც. თუ პრიორიტეტად დაისახავთ ძლიერი, ჯანსაღი ფესვების განვითარებასა და შენარჩუნებას, თქვენი ძალისხმევა მოგვიანებით აუცილებლად გამოიღებს შედეგს უხვი მოსავლის სახით.
 
**ნოყიერი და ჯანსაღი ნიადაგი
Hy-Pro Root Stimulator ანოყივრებს და აჯანსაღებს სუბსტრატს
 
ჯანსაღ მცენარეს ჯანსაღი ფესვები სჭირდება, ჯანსაღ ფესვებს კი - ჯანსაღი ნიადაგი. როდესაც მცენარე თქვენთქვის სასურველ ნიადაგში იზრდება, ამით ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების ხარჯვა მიმდინარეობს. კარგი მოსავალი თუ გინდათ, საკვები ნივთიერებები რეგულარულად უნდა შეავსოთ. Hy-Pro Root Stimulator-ის სერიის სასუქები მცენარის რიზოსფეროს გაუმჯობესებაზეა გათვლილი. რა არის რიზოსფერო? რა და, ეს არის სივრცე, რომელშიც მცენარის ფესვების სისტემა შეხებაშია გარემომცველ ნიადაგთან. ეს სივრცე სავსეა სასარგებლო მიკრობებით, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარის მიერ ორგანული ნაერთებისა და საკვები ნივთიერებების ათვისებას. ამ სივრცეს თუ დაბალანსებულად შეავსებთ საკვები ნივთიერებებით, თქვენი ნათესები იქნება სიცოცხლით სავსე და უკეთეს მოსავალს მოგცემთ... თანაც სრულიად ბუნებრივად!
 
**ძლიერი იმუნიტეტის მქონე და ბედნიერი მცენარეები
Hy-Pro Root Stimulator ხელს უწყობს ჯანსაღი და ბედნიერი მცენარეების ზრდას
 
ფესვები მცენარის სასიცოცხლო გზებია ბევრნაირი გაგებით. რანაირ გარემოშიც არ უნდა იზრდებოდეს მცენარე, საკვები ფესვებიდან მიეწოდება მცენარის ღეროს, ყლორტებსა და ფოთლებს. საკვები კი სიცოცხლის საწინდარია. საკვების გარეშე მცენარე ვერ გამოიმუშავებს ქლოროფილს, ვერ მოისხამს ყვავილსა და ნაყოფს. ჩათვალეთ, რომ ფესვები კოქტეილის საწრუპებია, რომლის მეშვეობითაც მცენარე რიზოსფეროდან საკვებ ნივთიერებებს იწოვს. ისეთი ელემენტები, როგორიცაა ფოსფორი და კალიუმი, ხელს უწყობს ნათესების განვითარებას ვეგეტაციის ციკლისას. რაც უფრო სქელია ფესვები, მით უფრო მეტ საკვებს შეიწოვენ ერთდროულად და რაც უფრო გრძელია ფესვის ღეროები, მით უფრო დიდია მცენარის რიზოსფერო, იქნება ეს ნიადაგი თუ ჰიდროფონიური ხსნარი, საიდანაც მაქსიმალურად მიიღებს საჭირო საკვებს. თუმცა, ფესვები მარტო საკვების საწრუპი მილები არაა. ფესვები მცენარის რიზოსფეროზეც ზემოქმედებენ იმით, რომ გამოყოფენ ნაერთებს, რომლებიც რეაქციაში შედიან იქ არსებულ მიკროორგანიზმებთან და ანტიბიოტიკებთან და ამით ებრძვიან ფესვებისთვის საზიანო ნემატოდებსა და პარაზიტებს. ეს გამონაყოფი ნაერთები ეხმარებიან მიკროორგანიზმებს, რომლებიც თავის მხრივ იცავენ მცენარეს დაავადებებისგან და ხელსაყრელ გარემოს უქმნიან ახალი ფესვების განვითარებისთვის. ეს კი აძლიერებს მცენარეს იმით, რომ საკვები ნივთიერებების ათვისების უნარი ეზრდებათ. Hy-Pro Root Stimulator-ის სერიის სასუქები არა მხოლოდ ხელს უწყობს ახალი ფესვების სწრაფად ზრდას - არამედ დაავადებული და დასტრესილი მცენარეების სამკურნალოდაც გამოიყენება. საგრძნობლად განსხვავებული შედეგის მოტანა შეუძლია ხარისხიან სტიმულატორს, რომელიც ხელს შეუწყობს ფესვის ბუსუსებისა და ჯანსაღი რიზოსფეროს ჩამოყალიბებას.
 
**მყარი და ჯანსაღი ფესვების შენარჩუნება
Hy-Pro Root Stimulator ხელს უწყობს ახალი და ჯანმრთელი ფესვების წარმოქმნას ნებისმიერ მცენარეში
 
ჯანმრთელ ფესვებს ისევე ადვილად იცნობ, როგორც ჯანმრთელ მცენარეს. ჯანმრთელი ფესვები უნდა იყოს ხშირი, თუმცა გარკვევით უნდა ჩანდეს თითოეული ღერო. ჯანმრთელ ფესვს რომ მოსინჯავ ხელში, უნდა იყოს სქელი და ღონიერი, და არა მოდუნებული. ჯანმრთელი მცენარის ფესვები ღია ფერისაა, ან თეთრია ან ოდნავ მოყვითალო. ყავისფერი ან შავი ფესვები აშკარა ნიშანია იმისა, რომ ფესვები ლპობას განიცდის. მართალია, ზოგმა სასუქმა და დანამატმა შეიძლება ოდნავ მუქი შეფერილობა მისცეს ფესვებს, მაგრამ ფესვი არ უნდა იყოს მუქი ყავისფერი ან შავი. იმის გაფიქრებაც კი საშინელებაა, რომ თქვენი ძვრიფასი მცენარის ფესვებმა შეიძლება ლპობა დაიწყოს, მაგრამ თუ მართლა აღმოჩნდით მსგავს სიტუაციაში, იმედს ნუ გადაიწურავთ. ფესვების ლპობის შეჩერება შესაძლებელია, უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ დააბრუნოთ ფესვები უწინდელ ჯანმრთელ მდგომარეობაში, არამედ კიდევ უფრო მეტადაც მოაღონიეროთ. თუ გსურთ, რომ ფესვები გამოჯანმრთელდეს და მცენარის ზრდა არ შეფერხდეს, უნდა გამოიყენოთ ფესვების სტიმულატორი, რომელიც ფესვებსა და მის გარემომცველ ნიადაგს
სასარგებლო ბაქტერიების, საკვები და დამხმარე ნივთიერებების მთელი არმიით კვებავს.
 
Hy-Pro Fertilizers-ის მიერ შექმნილია სპეციალური ფესვის სტიმულატორები სხვადასხვა ტიპის ნიადაგში, ჰიდროფინიურ გარემოსა თუ ქოქოსის ბოჭკოს სუბსტრატში მცენარეების მოსაყვანად.
•    გამოყენების ინსტრუქცია
HY-PRO ROOT STIMULATOR 
 
თქვენი ნათესების ჯანმრთელობა მიწაში, ფესვებიდან იწყება. ფესვების ჯანმრთელობაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას - ქოთნის ზომა, გარემოს ტემპერატურა თუ მორწყვის სიხშირე. ხარისხიან სტიმულატორსაც თუ მიაშველებთ, თქვენს ნათესებს ამით დაეხმარებით, რომ ჯანმრთელი ფესვების სისტემა განავითარონ და შეინარჩუნონ.
 
გამოყენების წესი
**გამოყენების წინ შეანჯღრიეთ Hy-Pro Root Stimulator;
**ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალში 2,5 მლ-იანი ნაზავი;
** ყვავილობის პერიოდში გამოიყენეთ 1 ლიტრ წყალში 5 მლ-იანი ნაზავი;
**გამოიყენეთ ყოველი მორწყვისას;
**გამოდგება ნიადაგის ყველანაირი მცენარეებისთვის - როგორც ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ;
**გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით იარლიყზე მოცემულ ინფორმაციას;
 
Hy-Pro Root Stimulator-ს გამოყენება უმჯობესია Hy-Pro-ს ვეგეტაციური საკვები Terra-სთან და ყვავილობის ბუსტერ Epic Bloom-თან ერთად.

Hy-pro

HY-PRO არის მაღალი ხარისხის თხევადი სასუქების მწარმოებელი
აგერ უკვე 30 წელზე მეტია, Hy-Pro დამკვიდრებული ბრენდია სასუქების ბაზარზე. ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე ბაზარზე გაჩნდა საკმაოდ პროფესიონალური მოთხოვნები - სულ უფრო მეტი მებაღეა, რომელიც თავისი შერეული ნათესებისთვის ზუსტ ფორმულას ეძებს. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს საამაყო ასორტიმენტი. ჩვენ შევინარჩუნეთ უბრალო ფორმულა, სამეცნიერო კვლევის დახმარებით კი დავხვეწეთ ხარისხი. Hy-Pro-ს პროდუქცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ პროფესიონალი მებაღეები, ადვილი მოსახმარი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოყვარული მებაღისთვისაც, ვინც მოსავლის გაუმჯობესებას ესრწაფვის. 2020 წლისთვის ჩვენს სასუქებს ევროპის 1500-ზე მეტი სავჭრო ობიექტი ყიდის და ყოველწლიურად იზრდება ჩვენი პოპულარობა.

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიHy-Pro
  • მოცულობა100 მლ
  • ფორმაბოთლი
  • დიამეტრი6 სმ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.