უფასო მიწოდება
საშარდე გზების ჯანმრთელობისთვის; Happy Cat Minkas Urinary Care ფრინველის ხორცით, არის იოლად მონელებადი და 100% დაბალანსებული სრულფასოვანი საკვები ზრდასრული კატებისთვის. მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილა და მაგნიუმის და ფოსფორის დაქვეითებული დონეები ამცირებს შარდის pH-ს და ამით პრევენციულად ათავისუფლებს საშარდე გზებს. გემრიელი მშრალი საკვები, იმუნური სისტემის დასახმარებლად შეიცავს, უამრავ ვიტამინს და სასარგებლო მინერალს. საკვები ასევე შედის ომეგა-3 და ომეგა-6 ცხომოვან მჟავები, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელ კანს და ბრინვარე ბეწვს. გემრიელი საკვები ასევე შეიცავს, ადგილობრივ მწვანილებსაც მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად;
ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი ცილა 32.0%, ნედლი ცხიმი 12.0%, ნედლი ბოჭკოვანი 2.5%, ნედლი ნაცარი 7.0%, კალციუმი 1.1%, ფოსფორი 0.8%, ნატრიუმი 0.4%, კალიუმი 0.6%, მაგნიუმი 0.08%, ომეგა-2.5% ცხიმოვანი მჟავები. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები 0.25% დანამატები: ვიტამინები/კგ: ვიტამინი A (3a672a) 15000 სე, ვიტამინი D3 (3a671) 1250 სე, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი 3a700) 75 მგ, ტაურინი (3a370) 1000 მგ; ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i); მიკროელემენტები/კგ: რკინა (რკინა (II) სულფატის მონოჰიდრატი 3b103) 130 მგ, სპილენძი (სპილენძის (II) სულფატი პენტაჰიდრატი 3b405) 12 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603) 100 მგ, მანგანუმი (მანგანუმის (II) 5502 ოქსიდი) 3 ბ. მგ, იოდი (კალციუმის იოდატი, უწყლო 3b202) 1,5 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი 3b801) 0,15 მგ; ამინომჟავები/კგ: DL-მეთიონინი (3c301) 5000 მგ. კატას ყოველთვის უნდა ედგას სუფთა წყალი თასში, საკვების თასისგან მოშორებით; კატის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ცხრილში მოცემული დღიური საკვების რაოდენობა, შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს 15%-მდე. თუ კატას აძლევთ სველ საკვებს ან სასუსნაოს, საკვების დღიური რაოდენობაც უნდა შემცირდეს.
ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით. დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა, რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც ძაღლისა და კატის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში. დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება. გლობალური ყოფნა: რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც! საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის: საქართველო, 2019 წელს, 77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას. საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე. ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც - Happy dog & Happy cat აქვს ორი FIT and VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური. და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ: აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. ხარისხი და უსაფრთხოება: ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან. ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.