უფასო მიწოდება
Doppelherz Aktiv Vitamin D3, 50 ტაბლეტი
აუმჯობესებს ძვლოვანი & გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას
ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას
აძლიერებს იმუნიტეტს
იცავს ონკოლოგიური დაავადებებისგან
ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას
50 ტაბლეტი
არ შეიცავს ლაქტოზას
არ შეიცავს გლუტენს
D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია. მისი ძირითადი ნაწილი (80%) სინთეზირდება ადამიანის კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, დანარჩენი (20%) საკვებზე მოდის.
ვიტამინი D არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.
ვიტამინი D დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ეხმარება ორგანიზმს დეპრესიის სიმპტომებთან გამკლავებაში - ცუდი განწყობა და გაზრდილი შფოთვა დაკავშირებულია ამ ნივთიერების დეფიციტთან. აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე რესპირატორული დაავადებებით და გრიპით ინფიცირების ალბათობას.
D ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების განვითარების რისკი.
D ჯგუფის ბიოაქტიურ ნივთიერებებს შეუძლია დაიცვას ადამიანი ონკოლოგიური დაავადებებისგან. მაგალითად, ორგანიზმში D ვიტამინის მაღალმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს პროსტატის კიბოს პროგრესირებას. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში ამ ნივთიერების დეფიციტი ზრდის მეტასტაზების გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ D ვიტამინის დეფიციტი ზრდის საკვერცხის და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომ აუცილებელია მისი დამატებით მიღება.
ჩვენება:
• D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ჰიპოკალცემიური ტეტანია
• იმუნიტეტის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციური დაავადებები
• ონკოპათოლოგია
• აუტოიმუნური დაავადებები
• მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით)
• ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია
• დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევებთან (მაგალითად, სიმსუქნე, დიაბეტი)
• ხანდაზმული ასაკი
1 ტაბლეტი:
ვიტამინი D 2000 სე | 50 მკგ |
სოიოს ზეთი, ჟელატინი (ცხოველური), გლიცერინი.
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.