უფასო მიწოდება
რედაქტორი: დიმიტრი შველიძე
ილუსტრატორი: ილია ხელაია
გამოცემის წელი: 2019
გვერდების რაოდენობა: 480
ISBN: 9789941487026
გამომცემლობა: არტანუჯი
„უახლესი ისტორიის ცენტრისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ მომზადებული ეს გამოცემა (რედაქტორ-ხელმძღვანელი პროფესორი დიმიტრი შველიძე) წარმოადგენს 1917-1918 წლების ყოველდღიურ მატიანეს, კერძოდ დეტალურად განხილულია თითოეული დღე 1917 წლის 27 თებერვლიდან 1918 წლის 26 მაისამდე, ანუ რუსეთში რევოლუციის დაწყებიდან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებამდე. წიგნში მოცემულია აღნიშნულ პერიოდში განვითარებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ეკლესიური და სამხედრო მოვლენების დეტალური მიმოხილვა. ისტორიკოსებს, საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს და ნებისმიერ მკითხველს საშუალება მიეცემა გაეცნოს 1917-1918 წლებში საქართველოში შექმნილ ვითარებას და თვალი გაადევნოს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზას. პროექტის ფარგლებში დამუშავდა პერიოდული გამოცემები: „ერთობა“, „საქართველო“, „სახალხო საქმე“, „სოციალ-დემოკრატი“, „ალიონი“, „ჩვენი მეგობარი“, „ბრძოლა“, „ჯარის კაცი“, „ქართული გაზეთი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“, „პრომეთე“, „სვეტიცხოველი“, „ხმა ქართველი ქალისა“, „ნაკადული“ და სხვა. აგრეთვე, სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომები, დოკუმენტური და მემუარული ლიტერატურა, რომელიც აუცილებელია აღნიშნული პერიოდის რეპრეზენტირებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს: 1. რევოლუციამდე არსებული მდგომარეობა; 2. თებერვალ-მარტის რევოლუცია და საქართველოში განვითარებული მოვლენები; 3. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენა და ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესები; 4. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მმართველობის ორგანოებისა და პოლიტიკური პარტიების მუშაობის პროცესი; 5. ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში; 6. საქართველოს ეროვნული ყრილობა და ეროვნული საბჭოს არჩევა; 7. ამიერკავკასიის გამიჯვნა ბოლშევიკური რუსეთისგან, ჯერ ამიერკავკასიის სეიმის ჩამოყალიბება, ხოლო 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადება; 8. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.